ENG

საარჩევნო კოდექსის რეფორმა

06 მაისი, 2011

გასული წლის ოქტომბერში საარჩევნო კოდექსის გასაუმჯობესებლად შეიქმნა საარჩევნო კოდექსზე მომუშავე ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში შედიან მმართველი და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები. სხვადასხვა მხარეებს საშუალება მიეცათ არჩევნების შესახებ კანონში საკუთარი ცვლილებები წარმოედგინათ.

ერთ–ერთი მთავარი საკითხი, რომელზეც ჯგუფი მუშაობდა, საარჩევნო სისტემის რეფორმირება იყო (მაგალითად: წესი, რომლითაც საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული განისაზღვრება). ამ საკითხზე მსჯელობისას პოლიტიკური პარტიები საკუთარი შემოთავაზებებით გამოდიოდნენ. როგორც საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ოთხმა ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციამ საერთო განცხადებაში აღნიშნა, ისინი ყურადღებით აკვირდებიან საარჩევნო კოდექსის გაუმჯობესებაზე მომუშავე მრავალპარტიული ჯგუფის მოლაპარაკების პროცესს.
იმისათვის რომ მოქალაქეებმა უკეთესად გაიგონ რას ითვალისწინებს შემოთავაზებული რეფორმები, ჩვენ გადავწყვიტეთ კიდევ ერთხელ შევახსენოთ მათ როგორ მუშაობს არსებული საარჩევნო სისტემა. ჩვენ მოვამზადეთ ვიდეორგოლი, სადაც ნაჩვენებია პარლამენტის წევრების არჩევის არსებული სისტემა.

elections