ENG

კონტროლის პალატის მიერ მოქალაქეთა დაკითხვის პროცესი

16 მარტი, 2012

საქართველოს კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ 2012 წლის 12, 13 და 14 მარტს საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში (ლანჩხუთი, ჩოხატაური, ოზურგეთი, ბათუმი, ხელვაჩაური,ქობულეთი, ფოთი, ზუგდიდი,ქუთაისი,ზესტაფონი,გორი, ქარელი, კასპი,გურჯაანი, საგარეჯო,სიღნაღი) განხორციელდა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წევრთა, მოხალისეთა თუმოქალაქეთამასობრივი დაკითხვები. სულ დაკითხულთა რაოდენობამ 150  მოქალაქეს გადააჭარბა.

კამპანია  „ეს შენ გეხება“ უარყოფითად აფასებს ახსნა-განმარტების ჩამორთმევის პროცესში კონტროლის პალატის წარმომადგენელთა მხრიდან მოქალაქეებზე განხორციელებული ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ზეწოლის, დაშინებისა და მუქარის ფაქტებს. მიგვაჩნია, რომ:

  • კონტროლის პალატის ქმედებები, რომელებიც მათივე  განმარტებით, პარტიების ფინანსური გამჭვირვალობის უზრუნველყოფას ისახავდა მიზნად,  შეიცავდა განსხვავებული პოლიტიკური  შეხედულებების მქონე  მოქალაქეთა დევნის ნიშნებს;
  • კონტროლის პალატის წარმომადგენლების  ქმედებები მრავლად შეიცავდა, ასევე, უფლებამოსილებათა გადამეტების ფაქტებს. კერძოდ, უწყების თანამშრომლების მიერ მოქალაქეთათვის დასმული შეკითხვები ფინანსური ხასიათის საკითხების გარდა შეეხებოდა, აგრეთვე, მოქალაქეთა პოლიტიკური აქტივობების  დეტალებსა და კონკრეტულ პოლიტიკურ ძალასთან მათი თანამშრომლობის მიზეზებს;  
  • დაბარებულ პირებს პრობლემები ექმნებოდათ ადვოკატის დასწრებასთან დაკავშირებით. ადგილი ქონდა ადვოკატის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტს, რის გამოც მას არ მიეცა დაკითხვის პროცესზე დასწრების საშუალება;
  • ჟურნალისტებს ხელი ეშლებოდათ  პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში;
  • კონტროლის პალატის თანამშრომლები მოწვეულ მოქალაქეებს არ აწვდიდნენ სრულყოფილ  ინფორმაციას, თუ რა სახის სამართალდარღვევის ფაქტზე და ვის მიმართ იყო დაწყებული სამართალწარმოება. ამასთან, ახსნა-განმარტების მიღების პროცესში მოქალაქეების მიმართ ხორციელდებოდა ღირსების შემლახველი ქმედებები.

ვფიქრობთ,  დაკითხვის მანერა, ხანგრძლივობა (რაც ხშირ შემთხევვაში 6 საათამდეც გრძელდებოდა), დასმული შეკითხვები, კონტროლის პალატის წარმომადგენელთა მხრიდან მოქალაქეებთან ურთიერთობისშეურაცხმყოფელი ფორმები, მათზე მუქარისა და ზეწოლის ხერხების გამოყენება  მოქალაქეთა დაშინებას უფრო ისახავდა მიზნად, ვიდრე პარტიების უკანონო ფინანსური საქმიანობის დადგენის ფაქტს. აღნიშნული ქმედებები  საარჩევნო წელს ცალსახად გამოიწვევს მოქალაქეებში შიშის დანერგვას პოლიტიკური და სამოქალაქო აქტივობებში ჩართულობასთან დაკავშირებით და კიდევ უფრო დაამძიმებს წისაარჩევნო გარემოს ქვეყანაში.

elections