განცხადება სადამკვირვებლო მისიაზე - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

განცხადება სადამკვირვებლო მისიაზე

05 აპრილი, 2012

“ეს შენ გეხება” საერთაშორისო დამკვირვებლების მოწვევასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება

როგორც ცნობილია, კამპანია “ეს შენ გეხებას” მონაწილე ორგანიზაციებმა ა.წ. 9 მარტს მივმართეთ საქართველოს ხელისუფლებას თხოვნით, უმოკლეს ვადაში მოეწვია ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) ე.წ. გრძელვადიანი” სადამკვირვებლო მისია საქართველოში.

“ეს შენ გეხება”-ს წევრები დადებითად ვაფასებთ ბოლო პერიოდში ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებს სადამკვირვებლო მისიის მოწვევის აუცილებლობასთან დაკავშირებით. განსაკუთრებით აღსანიშნავია 3 აპრილს, საქართველოს პრეზიდენტის მიერ ნატოს შტაბბინაში გაკეთებულო განცხადება, სადაც ის მოუწოდებს “მთელ საერთაშორისო თანამეგობრობას – ევროკავშირს, ევროპარლამენტს, ეუთო-ს, ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს – მათ შორის ალიანსის წევრებს, გამოგზავნონ არა მხოლოდ მოკლევადიანი, არამედ გრძელვადიანი დამკვირვებლები. მათ უნდა გამოიკვლიონ მთელ ამ პერიოდში ხალხის აზრი, დააკვირდნენ ქართულ მედიაგაშუქებას, პარტიების დაფინანსების მექანიზმს საქართველოში, რათა დავრწმუნდეთ, რომ არა მხოლოდ არჩევნების დღე, არამედ მთელი პროცესი გამჭვირვალე, გათვლადი, ასევე გარე ძალებისგან თუ ნებისმიერ მხრიდან ზეწოლისგან თავისუფალია” " (წყარო: ინტერპრესნიუსი, 3 აპრილი)

მივესალმებით აღნიშნულ ინიციატივას და იმედს გამოვთქვამთ, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს მთავრობა ოფიციალურ მიმართვას გაუგზავნის საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საქართველოს მეგობარ ქვეყნებს, რათა საერთაშორისო დამკვირვებლებმა დროულად დაიწყონ საქართველოში წინასაარჩევნო გარემოს შეფასება.

elections