არასამთავრობო ორგანიზაციებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

არასამთავრობო ორგანიზაციებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს

12 იანვარი, 2012

 

არასამთავრობო ორგანიზაციები აპროტესტებენ პრეზიდენტის მიერ "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონსა და სისხლის სამართლის კოდექსში ამომრჩევლის მოსყიდვასთან დაკავშირებით 2011 წლის 28 დეკემბერს შეტანილი არაკონსტიტუციური ცვლილებების ხელმოწერას.არასამთავრობო ორგანიზაციები აპროტესტებენ პრეზიდენტის მიერ "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონსა და სისხლის სამართლის კოდექსში ამომრჩევლის მოსყიდვასთან დაკავშირებით 2011 წლის 28 დეკემბერს შეტანილი არაკონსტიტუციური ცვლილებების ხელმოწერას.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“, „კოალიციამ არჩევანის თავისუფლებისათვის“ და ფონდმა „ღია საზოგადოება - საქართველომ“ 28 დეკემბერს პრესკონფერენცია გამართეს, სადაც დააფიქსირეს საკუთარი შენიშვნები პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებთან დაკავშირებით და მოუწოდეს საქართველოს პრეზიდენტს ბ-ნ მიხეილ სააკაშვილს, არ დაეშვა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული და საერთაშორისო სამართლით აღიარებული უმნიშვნელოვანესი პრინციპების დარღვევა და გამოეყენებინა კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული ვეტოს უფლება. მიუხედავად ამისა, პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ცვლილებების პროექტს.

ვინაიდან, მიგვაჩნია, რომ განხორციელებული ცვლილებები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, არასამთავრობო ორგანიზაციებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დღეს საპროტესტო აქცია გამართეს, სლოგანით - „ვაპროტესტებთ!