ENG

განცხადება ნათია კაპანაძის იმპიჩმენტთან დაკავშირებით

19 აპრილი, 2019

 

ნეგატიურად ვაფასებთ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს გადაწყვეტილებას ტელევიზიის დირექტორის ნათია კაპანაძის თანამდებობიდან ვადამდე ადრე გადაყენების შესახებ. სამწუხაროა, რომ მრჩეველთა საბჭომ გაიზიარა იმპიჩმენტის ინიციატორთა სადაო არგუმენტები და არ გაითვალისწინა ის პროგრესი, რომელიც ტელევიზიამ ნათია კაპანაძის დირექტორობის პერიოდში მიაღწია, რაც დასტურდება, როგორც  ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებში მათ შორის, ეუთო/ოდირის (OSCE/ODIHR) სადამკვირვებლო მისიისა და “Human Rights Watch”-ის ანგარიშებში.

სამწუხაროდ, აჭარის ტელევიზიასა და რადიოში მიმდინარე პროცესი წარმოადგენს ქვეყანაში იმ ნეგატიური ტენდენციის გაგრძელებას, რომელიც მედია გარემოს გაუარესებისაკენ არის მიმართული და აძლიერებს ეჭვებს შესაძლო პოლიტიკურ ჩარევასთან დაკავშირებით.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო”
საქართველოს რეფორმების ასოციაცია
საქართველოს ატლანტიკური საბჭო
სტრატეგიული კვლევების რეგიონული ცენტრი
კვლევითი ჟურნალისტიკის და ეკონომიური ანალიზის ცენტრი
მედიის განვითარების ფონდი
მწვანე ალტერნატივა
საქართველოს ფერმერთა ასოციაცია
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
საქართველოს გაეროს ასოციაცია