ENG

"საერთაშორისო გამჭვირვალობა" 2007 წლის კორუფციის აღქმის ინდექსს აქვეყნებს

19 ივლისი, 2010

თბილისი, საქართველო – დღეს წამყვანმა საერთაშორისო ანტიკორუფციულმა ორგანიზაციამ, „საერთაშორისო გამჭვირვალობამ”, რომლის სათავო ოფისიც ბერლინში მდებარეობს, გამოაქვეყნა საერთაშორისო კვლევის, „კორუფციის აღქმის ინდექსის” (CPI) 2007 წლის შედეგები. ამ კვლევის შედეგად წელს საქართველომ მაქსიმალური 10 ქულიდან 3.4 ქულა მიიღო და გამოკითხული 180 ქვეყნიდან 79-ე ადგილი დაიკავა. „კორუფციის აღქმის ინდექსი” ქვეყნებს აფასებს იმის მიხედვით, თუ რამდენად მწვავე პრობლემად ასახელებენ პოლიტიკურ კორუფციას ამ ქვეყნებში გამოკითხული ადგილობრივი და უცხოელი ბიზნესმენები და ანალიტიკოსები.