"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" პასუხი ნაციონალურ არხებზე გასული სიუჟეტების უზუსტობებზე
17 დეკემბერი, 2010
28 ოქტომბერს ტელეკომპანია "იმედისა" და სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2-ის" საღამოს საინფორმაციო გამოშვებებმა გარკვეული უზუსტობებით გააშუქეს "საერთაშორისო გამჭვირვალობის" მიერ 2008 წელს გამოქვეყნებული "კორუფციის აღქმის ინდექსი" (CPI). ინფორმაციის დასაზუსტებლად არა ერთი სახელმწიფო დაწესებულება და საერთაშორისო ორგანიზაცია დაგვიკავშირდა. მიმაგრებულ დოკუმენტში შეგიძლიათ უფრო ვრცლად გაეცნოთ ჩვენს შენიშვნებს ამ სიუჟეტებთან დაკავშირებით.