არასამთავრობო ორგანიზაციების ვიზიტი ბრიუსელში - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

არასამთავრობო ორგანიზაციების ვიზიტი ბრიუსელში

10 დეკემბერი, 2021

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის და საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის (რონდელის ფონდი) ლიდერები ეკა გიგაური, გიორგი ონიანი, ნინო ევგენიძე, გიგი გიგიაძე და ეკა მეტრეველი 6-10 დეკემბერს ბრიუსელს სტუმრობენ.

შეხვედრები იმართება ევროსტრუქტურების იმ წარმომადგენლებთან, რომლებიც საქართველოს საკითხებზე აქტიურად მუშაობენ, კერძოდ, ევროპარლამენტარებთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ევროკომისიის, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის, ასევე ევროპარლამენტში მსხვილი პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებთან, ევროპული პოლიტიკის ცენტრსა (EPC) და საგამოძიებო ჟურნალისტების ჯგუფთან.

20-მდე შეხვედრის ძირითადი თემები საქართველოში არსებული ვითარება, დემოკრატიის ხარისხი,  სასამართლოში არსებული პრობლემები, კორუფციის გამოწვევები, მედიაში არსებული ვითარება, ასევე შექმნილი პოლიტიკური კრიზისის დაძლევის გზები და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაა. ვიმედოვნებთ, რომ ბრიუსელში გამართული შეხვედრები ევროპელ პარტნიორებს საქართველოსთან დაკავშირებული დღის წესრიგის განსაზღვრასა და პრიორიტეტული საკითხების გამოკვეთაში დაეხმარება.

არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერების ვიზიტის ხორციელდება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის წინ, რომელსაც ბრიუსელი 15 დეკემბერს უმასპინძლებს.