9 ოქტომბერი: ვინ აფინანსებს ქართულ ოცნებას? — შპს “დოქტორ გუდს”, შპს “ინტერ კონსტრუქშენ”
ზურაბ ნასყიდაშვილმა 2024 წლის 8 აგვისტოს მმართველ პარტიას 60,000 ლარი შესწირა.
შპს „დოქტორ გუდსმა“, რომლის 33%-ს ზურაბ ნასყიდაშვილი ფლობს, 2020-2022 წლებში პირდაპირი შესყიდვის გზით სახელმწიფოსგან 3.6 მლნ ლარი, ხოლო ტენდერებით 2.1 მლნ ლარი მიიღო. შპს „ინტერ კონსტრუქშენმა“, რომლის 100%-ს ზურაბ ნასყიდაშვილი ფლობს, 2021-2024 წლებში სახელმწიფო ტენდერებით 1.3 მლნ ლარი მიიღო. ჯამში, სახელმწიფო შესყიდვებიდან ზურაბ ნასყიდაშვილის კომპანიებს 7 მლნ ლარზე მეტი აქვთ მიღებული.
შპს „მესხეთის მეფრინველეობას“, რომლის 17,5%-ს ზურაბ ნასყიდაშვილი ფლობს, 2016-2023 წლებში სოფლის მეურნეობის სახელმწიფო პროგრამებიდან 307 ათასი ლარი აქვს მიღებული.
შპს „საგურამოს მეფრინველეობას“, რომლის 40%-ს ზურაბ ნასყიდაშვილი ფლობს, 2020 წელს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო პროგრამებიდან 121 ათასი ლარი აქვს მიღებული. გარდა ამისა, შპს „საგურამოს მეფრინველეობამ“ სახელმწიფოსგან პირდაპირი პრივატიზაციის გზით 10,000 კვ მეტრი მიწა მიიღო.