6 ოქტომბერი: სოფელ კარდენახში „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრს თავს დაესხნენ
- სოფელ კარდენახში, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს წინასაარჩევნო შეხვედრისას თავს დაესხნენ. პარტიის წევრის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, მათ თავს 10-მდე პირი დაესხათ. თავდასხმის შედეგად დაშავდა პარტიის რეგიონული ლიდერი, ლევან მეტრეველი, რომელიც სამედიცინო დახმარებისთვის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
წინასაარჩევნო კამპანიაში ხელშეშლა და პოლიტიკური პარტიის წევრებზე ძალადობა ნეგატიურად აისახება წინასაარჩევნო გარემოზე. მნიშვნელოვანია, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების პირობებში მოხდეს საქმის გარემოებების დადგენა და ყველა პასუხისმგებელი პირის სწრაფი იდენტიფიცირება.