30 აგვისტო: სენაკის სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლის დირექტორის სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

30 აგვისტო: სენაკის სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლის დირექტორის სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება

  • 30 აგვისტოს სენაკში, სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლის დირექტორი შორენა შამათავა სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი იყო 2014 წლიდან. მისი თქმით, ის არის გიორგი გახარიას პარტიის ღია მხარდამჭერი. მას შემდეგ, რაც საკუთარი პოლიტიკური პოზიცია ღიად დააფიქსირა, მან განათლების რესურსცენტრის უფროსისგან მიიღო ინფორმაცია, რომ აღარ დაინიშნებოდა დირექტორის თანამდებობაზე. შამათავას თქმით, ის სამი წელია ადგილობრივი თვითმმართველობის და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან ფსიქოლოგიურ ზეწოლას განიცდის, რადგან არ იზიარებს მმართველი პარტიის პოლიტიკას.

დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნის და გათავისუფლების გადაწყვეტილების მიღების პროცესი არ არის გამჭვირვალე და განჭვრეტადი, არსებობს მყარი მტკიცებულებები, რომ გასულ წლებში ამ პროცესში გადაწყვეტილებების მიღება მმართველი პარტიის და სუს-ის ჩარევით ხდებოდა. შესაბამისად, აღწერილ შემთხვევაშიც, შესაძლოა იკვეთებოდეს პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების ნიშნები.

print