3 ოქტომბერი: „ქართული ოცნებამ“ 9 თვეში შემოწირულების სახით 11 მილიონი ლარი მიიღო
- 2024 წლის 1 იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, „ქართულმა ოცნებამ”, შემოწირულებების სახით, 11,293,166 ლარი მიიღო, მათ შორის, 2,088,500 ლარი - აჭარაში მოქმედი ბიზნესმენებისგან. შემწირველ ბიზნესმენებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 2012-2024 წლებში სახელმწიფო შესყიდვებიდან 556,090,031 ლარზე მეტი და 3,000,000 კვადრატულ მეტრზე მეტი ფართობის სამშენებლო ნებართვები მიიღეს. იხილეთ ვრცლად.
წლების განმავლობაში ცხადად არის გამოკვეთლი „ქართული ოცნების“ მსხვილი შემომწირველების კავშირი სახელმწიფო შესყიდვებთან და ბიზნესის სუბსიდირებისთვის არსებულ სახელმწიფო პროგრამებთან. ხშირ შემთხვევაში, მთავრობის მიერ კომპანიებისთვის გადახდილი მსხვილი თანხების ბენეფიციარები სწორედ „ქართული ოცნების“ შემომწირველები არიან. ეს გარემოებები აჩენს სისტემური კორუფციის არსებობის გონივრულ ეჭვს, რომელიც მნიშვნელოვნად აზიანებს თანასწორ საარჩევნო გარემოს.
