29 სექტემბერი: „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრობის კანდიდატი ანტონ ობოლაშვილი ბიუჯეტიდან დაფინანსებულ ღონისძიებებს წინასაარჩევნო აგიტაციისთვის იყენებს - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

29 სექტემბერი: „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრობის კანდიდატი ანტონ ობოლაშვილი ბიუჯეტიდან დაფინანსებულ ღონისძიებებს წინასაარჩევნო აგიტაციისთვის იყენებს

  • 29 სექტემბერს ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ რუსთავში „პოეზიის სახალხო დღესასწაული - შოთაობა-2024" გაიმართა. დღესასწაული დამსწრე საზოგადოებას სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრობის კანდიდატმა ანტონ ობოლაშვილმაც მიულოცა. ბიუჯეტიდან დაფინანსებულ ღონისძიებებს საარჩევნო აგიტაციისთვის ობოლაშვილი მანამდეც იყენებდა. 12 სექტემბერს ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ თმოგვში ახალი საბავშვო ბაღი აშენდა, გახსნისას ლენტი „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ანტონ ობოლაშვილმა გაჭრა, გახსნის ცერემონიალის შემდეგ კი „ქართული ოცნების“ პარტიულ დროშებთან ერთად გააგრძელა მსვლელობა. 10 სექტემბერს ობოლაშვილიმა დაბა ადიგენში ახლად რეაბილიტირებულ სპორტული და საცეკვაო დარბაზის გახსნასაც ესწრებოდა.

ბიუჯეტიდან დაფინანსებულ ღონისძიებაზე პარლამენტის წევრობის კანდიდატის დასწრება წარმოადგენს საბიუჯეტო სახსრებით წინასაარჩევნო აგიტაციას და აგრეთვე აჩენს აღქმას, რომ ღონისძიება არის მმართველი პარტიის მიერ ორგანიზებული.

ასეთი ქმედება საარჩევნო კოდექსის მიხედვით ითვლება ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებად და 4000 ლარამდე ჯარიმით ისჯება.

print