27 სექტემბერი: ვინ აფინანსებს ქართულ ოცნებას? — “შპს “დაგი+”
შპს „დაგი+“-ის მფლობელებმა „ქართულ ოცნებას“ 2024 წელს 166 000 ლარი შესწირეს. კომპანიას 198 მლნ ლარის შესყიდვები აქვს მიღებული.
კომპანია შპს „დაგი+“-ის სამივე მფლობელი მმართველი პარტიის მსხვილი შემომწირველია. 2024 წელს მათ მთლიანობაში 166 000 ლარი შესწირეს „ქართულ ოცნებას“: მერაბ ყიფიანმა (33%) – 55 000 ₾ 2024 წლის აპრილში; გიგა ფალიანმა (33%) – 60 000₾ 2024 წლის 7 აგვისტოს; დავით გოგრიჭიანმა (34%) – 51 000 ₾ ასევე 2024 წლის 7 აგვისტოს.
კომპანიის ძირითადი საქმიანობა გზების მშენებლობაა, რისთვისაც მას, ბოლო 12 წლის განმავლობაში, სახელმწიფოსგან 198 მილიონი ლარის ღირებულების სახელმწიფო ტენდერები აქვს მიღებული. კომპანია გზებს ძირითადად ონის მუნიციპალიტეტში აგებს და ამ მიზნით მას ქვიშა-ხრეშის მოპოვების 5 წლიანი ლიცენზია აქვს მიღებული ონის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭიორას მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე რიონზე.