23 აგვისტო: ზუგდიდში „ქართული ოცნების“ კანდიდატის ბიუჯეტიდან დაფინანსებულ აქტივობაში მონაწილეობა
- 23 აგვისტოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარში გაზიფიცირების სამუშაოების მიმდინარეობასთან დაკავშირებით სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია და ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრაზე მათთან ერთად იმყოფებოდა ზუგდიდში „ქართული ოცნების“ მიერ დასახელებული პარლამენტის წევრობის კანდიდატი დავით კოდუა.
დავით კოდუა ამჟამად არ იკავებს საჯარო თანამდებობას, ის არის მმართველი პარტიის მიერ დასახელებული პარლამენტის წევრობის კანდიდატი, შესაბამისად ბიუჯეტით დაფინანსებულ აქტივობაში მისი მონაწილეობა წარმოადგენს საბიუჯეტო სახსრებით მმართველი პარტიის კანდიდატის სასარგებლო აგიტაციას და აგრეთვე აჩენს აღქმას, რომ ღონისძიება არის პარტიის მიერ ორგანიზებული.