21 ოქტომბერი: აფხაზეთის ა/რ იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო საკუთარ Facebook გვერდზე „ქართული ოცნების“ სასარგებლო აგიტაციას ეწევა - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

21 ოქტომბერი: აფხაზეთის ა/რ იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო საკუთარ Facebook გვერდზე „ქართული ოცნების“ სასარგებლო აგიტაციას ეწევა

  • 21 ოქტომბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს ფეისბუქ-გვერდზე განთავსდა მინისტრის პოსტი სადაც ის ის საუბრობს, რომ „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრობის კანდიდატ გია ჭყონიასთან და „ქართული ოცნების“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეი საბჭოს წევრობის კანდიდატ ცოტნე ანანიძესთან ერთად ქობულეთში იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა. 

ეს შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდა მმართველი პარტიის ორი კანდიდატი, თავისი შინაარსით იყო წინასაარჩევნო შეხვედრა, ხოლო ამ ტიპის შეხვედრის ამსახველი ინფორმაციის სახელმწიფო უწყების მიერ გაზიარება წარმოადგენს ადმინისტრაციული რესურსების მმართველი პარტიის სასარგებლოდ გამოყენებას, რაც საარჩევნო კოდექსით აკრძალულია.

print