21 წლის მათე დევიძეს ივანიშვილის სასამართლო საქართველოს სიყვარულისთვის სჯის - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

21 წლის მათე დევიძეს ივანიშვილის სასამართლო საქართველოს სიყვარულისთვის სჯის

12 ივნისი, 2025

დღეს ივანიშვილის მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა  21 წლის მათე დევიძეს 4.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მათე დევიძე ისჯება საქართველოს სიყვარულისთვის და ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ბრძოლის გამო. 

საქმის წარმართვისა და არსებული მასალების შესწავლის შედეგად ცალსახად ვაცხადებთ, რომ საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული და მათე დევიძე არის სინდისის პატიმარი. 

ამ და სხვა საქმეებში აშკარად ჩანს, რომ ივანიშვილი და მისი პარტია იყენებს ძალოვან და სასამართლო სისტემას თავისი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. კერძოდ, ადამიანების დაშინებისთვის, საზოგადოების ყველა ჯგუფის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების დევნისთვის, ადამიანების უფლებების შელახვისთვის და საქართველოს ევროპული მომავლის გასანადგურებლად. 

მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს, არ შეურიგდნენ ამ გამაოგნებელ უსამართლობას. საერთაშორისო საზოგადოება ამ ფაქტს რეაგირების გარეშე არ დატოვებს. ჩვენი სამშობლოს მომავალი ჩვენს ხელშია. ჩვენ გავიმარჯვებთ!

print
21 წლის მათე დევიძეს ივანიშვილის სასამართლო საქართველოს სიყვარულისთვის სჯის - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო

Error

The website encountered an unexpected error. Please try again later.