21 აგვისტო: საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლების იძულებით მობილიზების ნიშნები „ქართული ოცნების“ პარტიულ ღონისძიებაზე მცხეთაში - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

21 აგვისტო: საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლების იძულებით მობილიზების ნიშნები „ქართული ოცნების“ პარტიულ ღონისძიებაზე მცხეთაში

  • 21 აგვისტოს მცხეთაში „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში პარტიული ღონისძიება გაიმართა. „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ ვიდეორგოლში ჩანს, რომ შეხვედრას ესწრებოდნენ საბიუჯეტო ორგანიზაციაში დასაქმებული ადამიანები, მათ შორის საბავშვო ბაღების თანამშრომლები და სკოლის მასწავლებლები. ვიდეორგოლში აგრეთვე ფიგურირებდა სავარაუდოდ  სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამის მონაწილე პირი.

ეს ფაქტი პრობლემურია, რადგან შესაძლოა ადგილი ჰქონდეს სამსახურეობრივად დაქვემდებარებული ან სხვაგვარად დამოკიდებული პირების საარჩევნო აგიტაციაში იძულებით ჩართვას. პირის იძულება შეასრულოს ისეთი მოქმედება, რომლის შესრულებისაგან თავის შეკავებაც მისი უფლებაა, სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულია.

print