18 აგვისტო: ბიუჯეტიდან დაფინანსებულ ღონისძიებაში მმართველი პარტიის კანდიდატი მონაწილეობდა - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

18 აგვისტო: ბიუჯეტიდან დაფინანსებულ ღონისძიებაში მმართველი პარტიის კანდიდატი მონაწილეობდა

  • 18 აგვისტოს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მხარდაჭერითა და ააიპ კულტურისა და სპორტის ცენტრის ორგანიზებით, სახალხო ღონისძიება „მანგლისობა 2024" გაიმართა, რომელშიც ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, „ქართული ოცნების“ მიერ თეთრიწყარო-ბოლნისი-დმანისი წალკის დელეგატად დასახელებული, დავით შერაზადიშვილიც მონაწილეობდა.

ეს ფაქტი პრობლემურია, რადგან კარგი საერთაშორისო პრაქტიკით, სახელმწიფოსა და მმართველ პოლიტიკურ პარტიას შორის მკვეთრი ზღვარი უნდა არსებობდეს. როდესაც მმართველი პარტიის კანდიდატი ესწრება ბიუჯეტიდან დაფინანსებულ ღონისძიებას, ეს აჩენს აღქმას, რომ ღონისძიება არის პარტიის მიერ ორგანიზებული.

print