10:20 საათი: კენჭისყრის დაგვიანება და ბიულეტენებით მანიპულაციის მცდელობები - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

10:20 საათი: კენჭისყრის დაგვიანება და ბიულეტენებით მანიპულაციის მცდელობები

26 ოქტომბერი, 2024

საარჩევნო უბნების უმრავლესობაზე, სადაც კოალიცია აკვირდებოდა გახსნის პროცედურებს, დროულად იყო მზად პირველი ამომრჩევლის მისაღებად, თუმცა დამკვირვებლების ინფორმაციით, ათობით საარჩევნო უბანზე (დაკვირვების ქვეშ მყოფი უბნების 7%) კენჭისყრა დაგვიანებით დაიწყო.

დაფიქსირდა ორი ბიულეტენით ხმის მიცემის მცდელობა 35-ე, 38-ე და 37-ე საარჩევნო ოლქებში.

დაფიქსირდა ამომრჩევლისთვის  ერთზე მეტი ბიულეტენის მიცემის 18 მცდელობა თბილისში (1-ელ, მე-2, მე-3,  მე-5, მე-6, მე-7 ოლქებში), კახეთსა (მე-12 და მე-14 ოლქებში) და ბათუმში (79-ე ოლქი).  

შესაძლებელია, აღნიშნული მიზნად ისახავდეს საარჩევნო უბნის შედეგების ბათილობის საფუძვლის ხელოვნურად შექმნას ან რაიმე სხვა მანიპულაციების განხორციელებას.

print
10:20 საათი: კენჭისყრის დაგვიანება და ბიულეტენებით მანიპულაციის მცდელობები - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო

Error

The website encountered an unexpected error. Please try again later.