10-11 აგვისტო: „ტვ იმედის“ მიერ „ქართული ოცნების“ კანდიდატის პოპულარიზაცია საბიუჯეტო თანხების გამოყენებით
- 10-11 აგვისტოს ბათუმში მომღერალ არჩილ ბერიძის სოლო კონცერტები გაიმართა, რომლებიც ბიუჯეტიდან იყო დაფინანსებული. 16 აგვისტოს „ქართულმა ოცნებამ“ ბერიძე პარტიის საარჩევნო კანდიდატობა დააანონსა. იმავე დღეს კი „ტვ იმედზე“ არჩილ ბერიძის 10 აგვისტოს სოლო კონცერტის ორსაათიანი ჩანაწერი გადაიცა.a
ეს ფაქტი პრობლემურია, რადგან არჩილ ბერიძის მმართველი პარტიის კანდიდატად საჯაროდ დასახელებამდე 5 დღით ადრე სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუფინანსდა სოლო კონცერტის ჩატარება, კანდიდატად დასახელების შემდეგ კი „ტვ იმედის“ ეთერში ბიუჯეტიდან დაფინანსებული კონცერტი გადაიცა. ეს შესაძლოა „ტვ იმედის“ მხრიდან მმართველის პარტიის კანდიდატის სასარგებლოდ გაღებულ უკანონო შემოწირულებად ჩაითვალოს.
