ახალი საპარლამენტო მონიტორინგის ვებგვერდი ChemiParlamenti.ge - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

ახალი საპარლამენტო მონიტორინგის ვებგვერდი ChemiParlamenti.ge

28 ივნისი, 2013

28ივნისი, 2013, ქუთაისი  – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ საქართველოს პარლამენტში წარმოადგინა საპარლამენტო მონიტორინგის ახალი ვებგვერდი ChemiParlamenti.ge. ვებგვერდი „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ საპარლამენტო პროგრამის ფარგლებში შეიქმნა და მიზნად ისახავს მოქალაქეების ინფორმირებულობის ამაღლებას იმის შესახებ, თუ ვინ წარმოადგენს მათ პარლამენტში და რა გადაწყვეტილებები მიიღება მათი სახელით.

ChemiParlamenti.ge შესაძლებელს ხდის საკანონმდებლო პროცესში მოქალაქეების უფრო მეტად ჩართვას, წარმოადგენს რა საშუალებას მომხმარებლისთვის:

  • იხილოს პარლამენტის წევრთა სრული პროფილები, სადაც მათი ბიოგრაფიების გარდა, მოცემულია ინფორმაცია მათი შემოსავლების შესახებ;
  • თვალი მიადევნოს მიმდინარე კანონპროექტებს და მათი განხილვის სტადიებს მარტივად გასაგებ ფორმატში;
  • დაუსვას შეკითხვა დეპუტატს და მიიღოს პასუხი ვებგვერდის მეშვეობით. აღსანიშნავია, რომ ვებგვერდზე აისახება ამ მხრივ ყველაზე ანგარიშვალდებული და პასიური პარლამენტარების რეიტინგი მათ მიერ გაცემული პასუხების თანაფარდობის დასმულ შეკითხვებთან გათვალისწინებით.

მომავალში ვებგვერდს დაემატება ისეთი ფუნქციები, როგორიცაა კენჭისყრის ჩანაწერები, დეპუტატისთვის  შეკითხვის SMS-ით დასმის შესაძლებლობა, დეპუტატების გამოსვლების ტექსტები და სხვა მახასიათებლები.

ChemiParlamenti.ge ეფუძნება მეთოდოლოგიას, რომელიც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ „მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიურმა ინსტიტუტთან“ ერთად შეიმუშავა 2012 წელს ერთობლივი პროექტის, ShenMartav.ge-ის ფარგლებში, რომლის დონორებიც ევროპული პარტნიორობა დემოკრატიისათვის, ნიდერლანდების სამეფო და ღია საზოგადოების ინსტიტუტი იყვნენ.

საკონტაქტო პირი: ეკა როსტომაშვილი, 032 292 14 03, 577 74 40 00, EkaR@transparency.ge.

 

ვებგვერდი ChemiParlamenti.ge შეიქმნა შვედეთისგანვითარების სააგენტოს (Sida) გრანტის ფარგლებში.

print
parliament
ახალი საპარლამენტო მონიტორინგის ვებგვერდი ChemiParlamenti.ge - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო

Error

The website encountered an unexpected error. Please try again later.