#ძალაევროპაშია კახეთს ესტუმრა
16/10/2019
კამპანია #ძალაევროპაშიას ფარგლებში ამჯერად კახეთს ვესტუმრეთ. შეხვედრები ქალაქ წნორში “ცოდნის კაფესა" და სოფელ ვაქირში გაიმართა. მოსახლეობას შეხვედრის მიზანი ჩვენი ორგანიზაციის ხელმძღვანელთან ეკა გიგაურთან ერთად, კამპანიის აქტიურმა მხარდამჭერებმა, გიორგი უშიკიშვილმა, ლაურა რეხვიაშვილმა, ბაია დვალიშვილმა, ქეთი დევდარიანმა, დათო ლიკლიკაძემ, ვატო წერეთელმა და გოგა ჩანადირმა გააცნეს. ტრადიციულად საუბრები ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს ეხებოდა. სტუმრებმა საუბრისას ყურადღება გაამახვილეს იმ საფრთხეებზე, რომელიც რუსეთის აგრესიული პოლიტიკიდან მომდინარეობს და მოსახლეობასთან ერთად ამ საკითხის გადაჭრის გზებზეც ისაუბრეს. #ძალაჩვენშია #არარუსულპროპაგანდას