ვიზიტი ვაშინგტონში
23/10/2019
აშშ-ში ადვოკატირების ვიზიტის ფარგლებში, “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა და მისმა მოადგილემ გიორგი ონიანმა, ჩვენი პარტნიორი “სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელმა მიხეილ ბენიძემ, ჟურნალისტმა ნინო ჟიჟილაშვილმა ვაშინგტონში შეხვედრები გამართეს გერმანიის მარშალის ფონდსა (GMF) და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოში (USAID), სადაც მომავალი არჩევნები, მართლმსაჯულების სისტემაში არსებული პრობლემები, კორუფციისა და მედიის მხრივ არსებული გამოწვევები, ასევე სოციალურ ქსელებში სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ მიმართული კამპანია განიხილეს.