შეხვედრა ბრიტანეთის ელჩთან
07/10/2019
დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, ჯასტინ მაკკენზი სმიტი, 5 ოქტომბერს, აჭარაში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ბათუმის ოფისის კოორდინატორმა, მალხაზ ჭკადუამ შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა რეგიონში მედია გარემოსთან დაკავშირებულ გამოწვევებზე, თვითმმართველობების დეცენტრალიზაციის პრობლემებზე, კორუფციასა და სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხებზე.