ENG

რა გახდა ერთი სამსახური?

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ დიდი ხანია სწავლობს საჯარო სამსახურში თანამშრომელთა აყვანა-გათავისუფლების საკითხებს და იცავს უფლებაშელახულ საჯარო მოხელეებს. როგორც ჩვენი ორგანიზაციის მიერ საკითხის კვლევამ უჩვენა, საჯარო სამსახურში საკადრო პოლიტიკა ხშირად გამჭვირვალობის პრინციპების დარღვევით წარიმართება. დიდწილად, ამას სამართლებრივი ხვრელები და არასათანადო რეგულირება უწყობს ხელს, რაც, თავის მხრივ, ნეპოტიზმს და პატრონაჟს ახალისებს. სწორედ ამიტომ ჩვენი ორგანიზაცია გამოდის საჯარო სამსახურში ნეპოტიზმის, ქრონიზმისა და პატრონაჟის კრიმინალიზების წინადადებით.

გაეცანით ჩვენს საკანონმდებლო წინადადებას: http://goo.gl/L53pRI