ლექცია: კორუფციის გამოწვევები საქართველოში
13/12/2019
ჩვენმა აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა, ანტიკორუფციული კვირეულის ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან გამართა შეხვედრა თემაზე - კორუფციის გამოწვევები საქართველოში. მოწვეული სპიკერის რანგში ეკა გიგაურმა ვრცლად მიმოიხილა კორუფციის რა ფორმები და მასთან ბრძოლის რა ხერხები არსებობს, ასევე რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოების ინფორმირება და მონაწილეობა ამ პროცესში.