ENG

გამოკითხვა კონსტიტუციაში ევროატლანტიკური მისწრაფების ჩაწერის შესახებ

მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებულმა ბლიც გამოკითხვამ სასიამოვნოდ გაგვაოცა, რადგან გამოკითხულთა უმრავლესობა თვლის, რომ კონსტიტუციაში უნდა ჩაიწეროს ქვეყნის ევროატლანტიკური კურსი. ჩვენი ორგანიზაციაც სწორედ იგივეს მიიჩნევს: საქართველომ მკაფიოდ უნდა დააფიქსიროს და კონსტიტუციით გაამყაროს ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფება.