ახალი ოფისი თელავში
15/10/2019
“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” რეგიონალური ქსელი ფართოვდება - კიდევ ერთი ახალი ოფისი გავხსენით თელავში, რომელიც კახეთის რეგიონს დაფარავს. ოფისს გიორგი ბიძინაშვილი უხელმძღვანელებს. კორუფციის რისკებთან, საჯარო სამსახურში შესაძლო გადაცდომებთან და დასახლებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების ადვოკატირებასთან დაკავშირებით, თელავში შეგიძლიათ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: ღვთისმშობლის ქ. 10 ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე: +995 322 050984