თანამშრომლობის მემორანდუმი აჭარის უმაღლეს საბჭოსთან
02 მარტი, 2012
28 თებერვალს, ბათუმში “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” აჭარის უმაღლეს საბჭოსთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი. ორგანიზაცია აჭარაში ახალ პროექტს იწყებს. პროექტის მიზანია დაინტერესებულ პირებს მიაწოდოს ინფორმაცია აჭარის საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე პროცესებზე. უმოკლეს დროში ტექსტური შეტყობინებების სახით მობილურ ტელეფონებზე დაინტერესებული პირებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” განსახილველი კანონპროექტების და ინიციატივების შესახებ აცნობებს.
ორგანიზაცია უკვე ერთი წელია, რაც იგივე აქტივობებს საქართველოს პარლამენტში ახორციელებს. პროექტი ღია საზოგადოების ინსტიტუტის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.