ანოტირებული ბიბლიოგრაფია ინგლისურ ენაზე იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ საქართველოში (მეოთხე ვარიანტი, განახლებულია 2011 წლის 28 აპრილს)
28 აპრილი, 2011
ანოტირებული ბიბლიოგრაფია ინგლისურ ენაზე შეიცავს 150-ზე მეტ დოკუმენტს თავისი მოკლე აღწერილობითა და შესაბამისი ბმულებით, რომელიც შეეხება იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხებს საქართველოში. მათ შორისაა მთავრობის საჯარო დოკუმენტები, რომელიც სხვაგან არ არის ხელმისაწვდომი. აღნიშნული ბიბლიოგრაფია რეგულარულად ახლდება, ბოლო განახლება 2011 წლის 28 აპრილს მოხდა. თუ გსურთ, რომ შემოგვთავაზოთ რომელიმე დოკუმენტის დამატება, გთხოვთ, მოგვწერეთ შემდეგ მისამართზე: info@transparency.ge.
ბიბლიოგრაფია შეიცავს შემდეგი კატეგორიის წყაროებს:
- საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშები და კვლევები
- აკადემიური ჟურნალის სტატიები და გამოუქვეყნებელი კვლევები
- მთავრობის ოფიციალური დოკუმენტები და შესაბამისი კანონმდებლობა
- არაოფიციალური მთავრობის დოკუმენტები და პრეზენტაციები
- რუკები
- საერთაშორისო სამართლის სტანდარტები იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხებზე
- სხვა წყაროები