ENG

როგორ მოვძებნოთ კომპანიების მფლობელები?

ამ მოკლე ვიდეოში განახებთ, თუ როგორ უნდა მოვძებნოთ ქართული კომპანიების მფლობელები ონლაინ წყაროების გამოყენებით. მაგალითისთვის, შევეცდებით მოვძებნოთ თბილისის წყალმომარაგების კომპანიის, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" მფლობელები.

ვიდეოში მოკლედაა აღწერილი, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებსაიტი, რომელზეც თავმოყრილია საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაცია კომპანიების დირექტორებსა და მფლობელებზე.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" მოამზადებს ვიდეო ინსტრუქციების სერიას, რომლებშიც სხვა სასარგებლო ონლაინ რესურსებსაც გაეცნობით.