ნინო ხუციძე
კომუნიკაციების და PR მენეჯერი
ნინო ხუციძე „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ გუნდის წევრი 2017 წლის სექტემბრიდან გახდა. ის ორგანიზაციის კომუნიკაციების და PR მენეჯერია.
ნინომ განათლება თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში მიიღო - ის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია. მას საჯარო სამსახურში, მედია და არასამთავრობო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
დაარსების დღიდან, 16 წლის განმავლობაში ის ახალი ამბების ინტერნეტ გამოცემა „სივილ ჯორჯიას“ (civil.ge) ქართული მიმართულების რედაქტორი იყო. მანამდე კი აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის, საქართველოს გაეროს ასოციაციის, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების და საქართველოში აშშ-ის სავაჭრო პალატის წარმომადგენლად მუშაობდა პარლამენტში. 2000-2004 წლებში ნინო ასევე ითავსებდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლის ფუნქციასაც.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსთან“ შემოერთებამდე, ის პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანაშემწე იყო.