ENG

სიძულვილის ენა და პოლარიზაცია წინასაარჩევნო პერიოდში

27 ნოემბერი, 2018

 

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანია საქართველოში განსაკუთრებული  დაძაბულობისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები თუ  მათი მხარდამჭერები არ ერიდებოდნენ ერთმანეთის, სამოქალაქო სექტორისა თუ მედიის წარმომადგენლების მიმართ არაეთიკური და შეურაცხმყოფელი განცხადებების გაკეთებას, ცილისმწამებლური თუ ყალბი ინფორმაციის გავრცელებას, მათ შორის სოციალური ქსელების მეშვეობითაც.  

წინამდებარე ბლოგში წარმოგიდგენთ  იმ საჯარო განცხადებებს, რომლებიც 29 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დაწყებიდან დღემდე საჯაროდ გაკეთდა და წარმოაჩენს  ქვეყანაში პოლიტიკური დისკუსიის კულტურასთან დაკავშრებულ პრობლემებს.

09.09.2018

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიგრანტების შესახებ

“სტატისტიკა უტყუარად აჩვენებს, რომ ქართველების სამუშაო ადგილები წაიღეს ღარიბმა ირანელებმა, თურქებმა და სხვა უცხოელებმა. მდიდარი ინვესტორების ნაცვლად, რომელთაც ქართველები უნდა დაესაქმებინათ, მივიღეთ გაღლეტილი მიგრანტები, რომლებიც საკუთარ თავს ძლივს ასაქმებენ. მე მართლა ვაძლევდი მოქალაქეობას თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს, ნუ, უფრო ნაკლებად ირანის მოქალაქეებს, მაგრამ ესენი იყვნენ 99% ეთნიკური ქართველები”.

წყარო: https://www.facebook.com/SaakashviliMikheil/videos/558835101219377/ 

12.09.2018

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის შესახებ

ამ ქალის (იგულისხმება სალომე ზურაბიშვილი) ფეხქვეშ უნდა იწვოდეს მიწა, ეს არის ჩვეულებრივი მოღალატე. ამ ქალის მიერ გაჟღერებული გზავნილები არის ის, რაც რუსეთს გაუადვილებს საქართველოს ტერიტორიების მიტაცების დაკანონებას.

წყარო: http://pirveliradio.ge/index.php?newsid=112392

19.09.2018

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის შესახებ

“დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, პირველ ხელშეკრულებას სახელმწიფოს სახელით, იუსტიციის მინისტრის რანგში, მე მოვაწერე ხელი პატრიარქთან 2001 წელს. შემდეგ, მევე ვმუშაობდი კონკორდატის ტექსტზე... გუშინ მოღალატე ზურაბიშვილი თავს დაესხა ეკლესიას და მიანიშნა კონკორდატის გადახედვაზე. მიმაჩნია, რომ სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობაში ბევრი ხარვეზია, მაგრამ მოღალატე დედაკაცის მხრიდან, შანტაჟი არის უზნეო და ანტისახელმწიფოებრივი ქმედება”.

წყარო: https://bit.ly/2Rodjtq

1.10.2018

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შესახებ

“ცხრა წელზე უნდა ვისაუბროთ კიდევ დიდი ხანი, რადგან ეს არ იყო უბრალოდ ცხრა წელი, ეს იყო გაუპატიურების, წამებისა და ათასი უბედურების ცხრა წელი. გერმანიაში ჰოლოკოსტის კვალის სანახავად დღემდე დაჰყავთ ბავშვები, რადგან ეს უნდა იცოდეს გერმანელმა ბავშვმა, რათა იგივე არ განმეორდეს….. მაგხელა მასშტაბი არ გქონდა, თორემ ჰოლოკოსტს კი არა, უარესს მოუწყობდით ქართველ ხალხს. მასშტაბი არ გქონდათ, ვერ გაქაჩეთ”.

წყარო: https://tinyurl.com/y7r7d92q 

1.10.2018

თეონა გეგელიას, ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტის გამოხმაურება 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში “ნაციონალური მოძრაობის” დამარცხების დღესთან დაკავშირებით

“მეგობრებო, გილოცავთ ლოკალური ფაშიზმის დამარცხების დღეს!”

წყარო:https://bit.ly/2ApLtG9

1.10.2018

“ქართული ოცნების” მიმართვა საზოგადოებას “ქართული ოცნების” გამარჯვებიდან 6 წლის თავზე

„ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს ღალატს აბრალებს პოლიტიკური ძალა (იგულისხმება “ნაციონალური მოძრაობა”), რომელიც სალომე ზურაბიშვილის ძალისხმევით გაყვანილ რუსის ჯარს უკან შემოუძღვა საქართველოში. ამ პოლიტიკურმა ძალამ თავისი ავანტიურისტული თუ მოღალატეობრივი ქმედებებით მისცა რუსეთს შესაძლებლობა, აესრულებინა დიდი ხნის წადილი და განეხორციელებინა აფხაზეთისა და ცხინვალის სრული ოკუპაცია. ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც მშვიდობიანი მოსახლეობა შეატოვეს მტერს”.

წყარო: https://bit.ly/2Reiv36

02.10.2018

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის შესახებ

„აბსოლუტურად მარგინალური, სუსტი და უნიათო პოლიტიკური ძალაა. ჩვენთან დაკავშირებით რა ტერმინსაც იყენებდნენ, ზუსტად ეგ ტერმინი შეეფერებათ. არის აბსოლუტურად მარგინალური, ხედავთ როგორ წარმართავენ კამპანიას. არჩევნების მოახლოებისას შემოდის ფული საქართველოში, ხარჯავენ ამ ფულს და იმედი აქვთ, რომ რაღაცას შეცვლიან თავის სასარგებლოდ. არჩევნები რომ მოდის, ცდილობენ თავის წამოყოფას, ჩვენი ამოცანაა, როგორც კი თავს წამოყოფენ, ჩავარტყათ თავში. ამას საზოგადოებასთან ერთად ვაკეთებთ, მოსახლეობა იღებს ამ გადაწყვეტილებას“.

წყარო: https://bit.ly/2Tcckhh

02.10.2018

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ

„13 კაცი და ქალი, რომელსაც აქვს თავისი პოლიტიკური მიკერძოებული რაღაცა შეხედულებები. არსებობს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „არასამთავრობო სექტორი", რომელსაც უწოდებენ ხოლმე ხანდახან სამოქალაქო სექტორს. ამას არ აქვს კავშირი სამოქალაქო საზოგადოებასთან...მტკიცებითი ფორმით გამოდიხარ ეს არასამთავრობო ორგანიზაცია და ამბობ, რომ ეს კორუფციის პრობლემა არსებობს თურმე ქვეყანაში და არაფორმალური მმართველობის. ეს არის უტიფრობა. ეს არის უკეთეს შემთხვევაში არაკომპეტენტურობა”.

წყარო: https://www.myvideo.ge/v/3682844

2.10.2018

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი გიორგი იაკობაშვილი ნაციონალური მოძრაობის ლიდერ ზაალ უდუმაშვილის შესახებ:

„...უდუმაშვილს უდუმო წიაღში თვით მაჭუტაძე ჰყავს გარჭობილი”

წყარო: https://bit.ly/2E2goMM 

03.10.2018

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ

“ეს ორგანიზაციები უკვე მერამდენე წელია და თვეა ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საკუთარი თავის დისკრედიტაცია მოახდინონ ზედაპირული შეფასებებით, არასერიოზული განცხადებებით და ყველანაირი სტანდარტის დარღვევით, იქნება ეს სამართლებრივ, თუ ეთიკურ ჭრილში. შესაბამისად, მათი სიტყვა უკვე პრინციპში ნიშნავს არაფერს, ეს არის ჩვენი სამოქალაქო, აი ამ კონკრეტული სექტორის ნაწილის ძალიან დიდი ტრაგედია და პრობლემა”.

წყარო: http://rustavi2.ge/ka/news/115176

03.10.2018

“ქართული ოცნების” მხარდაჭერილი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის თურქოფობიული განცხადებები

“აქამდე მოქალაქეობის მინიჭება იყო მხოლოდ პრეზიდენტის გადაწყვეტილებით. ერთმა პრეზიდენტმა, რომლის წარმომადგენელიც არის ჩემი ოპონენტი, ძალიან ბევრი მოქალაქეობა დაურიგა თურქებს, მაგრამ თქვენ არ მოგცათ მოქალაქეობა”

წყარო: http://netgazeti.ge/news/308517/ 

05.10.2018

“რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ზურაბიშვილის შემომწირველების შესახებ

“ყველა, ვინც სალომე ზურაბიშვილს ან აფინანსებს, ან კამპანიაში სხვაგვარად ეხმარება, ყველა პოლიტიკოსი, რომელიც დაყვება და მხარს უჭერს, უკიდურესად უნდა შევავიწროვოთ. ეს არ არის არც გამოხატვის თავისუფლების და არც პოლიტიკური გემოვნების საკითხი. ეს არის ქვეყნის ღია და დეკლარირებული მოღალატის დახმარება. დახმარება ქვეყნის ღალატში.

ყველა ეს ადამიანი უნდა დავიმახსოვროთ და გვახსოვდეს, რომ მოღალატის გვერდში დამდგომი ხალხია, და მათგან ყველაფერს უნდა ელოდოს ჩვენი სამშობლო. უნდა დავიმახსოვროთ, და გავაძევოთ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროდან, იქნება ეს ბიზნესი, კულტურა თუ პოლიტიკა. ქვეყნის მოღალატე და მისი მოკავშირეები საჩვენებლად უნდა დაისაჯონ! მე, პირადად, ვაპირებ ამას მივუძღვნა საკუთარი თავი უახლოვესი რამდენიმე წელი. ჯერ არჩევნების წაგებაში ძალიან დავეხმარები მოღალატე სალომეს (აუცილებლად წააგებს) და მერე მივუბრუნდები მის დამხმარეებს”.

წყარო: https://www.facebook.com/nika.gvaramia.129/posts/1095557487279243,

08.10.2018

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სამოქალაქო სექტორისა და “სამართლიანი არჩევნების” აღმასრულებელი დირექტორის მიხეილ ბენიძის წინააღმდეგ

“ეს განცხადება არის ხელმოცარული და უნიათო ფაშისტის განცხადება, რომელიც გასული ექვსი წლის მანძილზე არაერთგზის მწარედ დამარცხდა ქართული დემოკრატიის, ქართული საზოგადოების და სიმართლის წინააღმდეგ ბრძოლაში… საზოგადოება რამდენიმე დღის განმავლობაში ელოდა არასამთავრობოების მკვეთრ პოზიციას ნიკა გვარამიას ფაშისტურ განცხადებასთან დაკავშირებით, თუმცა ასეთი გამოხმაურება არც ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელისგან არ მოგვისმენია. მეტიც ერთ-ერთმა მათგანმა, კერძოდ, მიხეილ ბენიძემ ნიკა გვარამიას დაცვაც კი იკადრა ანუ უკადრებელი იკარდა, რაც უკიდურესად შემაშფოთებელია. გვინდა ხაზგასმით განვაცხადოთ, ვინც ხელს აფარებს ფაშისტს, თავადაც არის ფაშიზმის თანამონაწილე.”

წყარო: https://www.youtube.com/watch?v=2kpY-l3dFmM

11.10.2018

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის გიორგი იაკობაშვილის ქსენოფობიური განცხადება

“იმ ჩინელებს აქედან უნდა აახვევინო და ზედ გვარამია, ბაქრაძე, ვაშაძე და ქაცარავა მიაყოლო”.

წყარო: https://www.facebook.com/giorgi.iakobashvili.92/posts/10204831717469512

12.10.2018

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ნაციონალური მოძრაობის შესახებ

„აბსოლუტურად მიუღებელია, როდესაც პირდაპირ ვიტყვი - კრიმინალური და ბინძური პოლიტიკური ძალა „ნაცმოძრაობა“ საუბრობს მაღალ მატერიებზე - ეს არის კრიმინალური პოლიტიკური ძალა, ეს არის ბინძური პოლიტიკური ძალა, რომელსაც არაერთი უმძიმესი დანაშაული აქვს ჩადენილი ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე“ წყარო: http://bit.ly/2FhtFTq

15.10.2018

“ქართული ოცნების” წევრი რევაზ არველაძე ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებით

“2013 წლიდან ვამბობ ამას. ნიკოლო მაკიაველი იმიტომ კი არ მომწონს, რომ რადიკალი იყო და ამბობდა, როდესაც ხელისუფლებაში მტერზე გამარჯვებით მოდიხარ, მტერს შვილი კი არა, შვილიშვილი არ უნდა დაუტოვო ცოცხალი, რომ რევანშზე არავინ იფიქროსო. ამას კი არ ვამბობ, რომ ვინმე უნდა მოგვესპო ფიზიკურად, არამედ საუბარია შემდეგზე – არც ერთ საკვანძო თანამდებობაზე არ უნდა დარჩენილიყო ხალხი, ვინც ხელს შეუშლიდა ქვეყნის მართვაში „ქართულ ოცნებას.“ სამწუხაროა, მაგრამ ეს ვერ გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“.

წყარო: https://goo.gl/t6awiv

17.10.2018 

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილის შესახებ       

„ახლა ივანიშვილი იმყოფება უბრალოდ ჩოქბჯენში. ეს კაცი არის ნამდვილი ავადმყოფი. ავადმყოფი, რომელიც არის ჩოქმბჯენში, ქართველმა ხალხმა რა უნდა ქნას, მგონი, ყველამ ყველაფერი ვიცით. ჩვენი გამარჯვება ძალიან ახლოსაა, ყველაფერი გამოგვივა“.

წყარო: http://tbl.ge/36tn

20.10.2018

თბილისის საკრებულოში ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე ვატო შაქარიშვილი

“თაგვის ცურცლი ნიკა გვარამიას მუქარა ქვეყნად ვერავის შეაშინებს, ვერც დარჩენით, ვერც ამ ქვეყნიდან წასვლით დაგვწყვიტავს გულს, მაგრამ ყოველგვარ ზღვარს სცდება ამ საზოგადოების მეჭეჭის მხრიდან სალომე ზურაბიშვილის და მისი მხარდამჭერების შეურაცხყოფა! კარგად ვიცით, რომ უფლებადამცველი ორგანიზაციები არ არსებობენ ამ ქვეყანაში, ისინი არათუ პირში წყალს იგუბებენ არამედ პირდაპირ აპრავებენ ძალადობას, ამიტომ ვფიქრობ რომ ეს ხალხი, ჩვენთვის საყვარელი და ქვეყნის პატრიოტი ადამიანები ჩვენი დასაცავია!”

წყარო: https://www.facebook.com/vato.shackarishvili/posts/1875253405857164 

23.10.2018

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი “საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის წინააღმდეგ

“თავს შევიკავებ უფრო ღრმად საუბარში შესვლისგან, რადგან ცოტა ხნის წინ საქართველოში ძალიან დიდი სამოქალაქო სკანდალი იყო „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ უფროსის ირგვლივ, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანია. ყოფილი ხელისუფლების დროს და ჩვენი საზოგადოების ჯგუფებმა მათ ხელთ არსებული დოკუმენტებით აჩვენეს, რომ მას შესაძლოა ხელი შეეწყო 2007 წლის 7 ნოემბრის მშვიდობიანი მანიფესტაციის დაშლისთვის. ახლა საქმისწარმოება გრძელდება სასამართლოში, სადაც იგი არის მოსარჩელე და დღემდე უარს ამბობს სასამართლოში გამოცხადებაზე პასუხის გასაცემად”.

წყარო: http://netgazeti.ge/news/313360/

23.10.2018

“რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ

„მოღალატე ზურაბიშვილი – სოკარ-თველოს პრეზიდენტად! თქვენთვის დაგვითმია, აზერბაიჯანელო მეზობლებო! წაათრიეთ და გყავდეთ!“

წყარო: https://bit.ly/2zrvibx

25.10.2018

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის შესახებ

“ქალბატონი (იგულისხმება სალომე ზურაბიშვილი) ეს არ არის, ეს არის წუნკალი, მოღალატე დედაკაცი. სხვა ამას სახელი არ ჰქვია, ქალბატონად მისი მოხსენიება ძნელია”

წყარო: https://bit.ly/2PX2hid 

26.10.2018

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ეკა გიგაურის წინააღმდეგ

“მე მინიშნებებით რამდენჯერმე ეკა გიგაურს ვანიშნე, რომ კარგი იქნება ის გავიდეს არასამთავრობო სექტორიდან, რამეთუ ძალიან ცუდ სამსახურს უწევს სამოქალაქო სექტორს გიგაურის იქ ყოფნა. მე ბევრჯერ მიპასუხნია მისთვის, მისი სიცრუეებიც ბევრჯერ გამომიტანია, მაგრამ დღეს ვიქნები უფრო კარდინალური, რადგან ის თავისი გამოსვლებით ცდილობს ქვეყანა არათუ შიგნით დააზიანოს, ახლა გადავიდა საერთოდ მოუკრეფავში, რომ იტყვიან. უკვე წავიდა იქით, რომ თურმე ამერიკის ელჩს აღარ ნიშნავს ივანიშვილი.”

წყარო: https://bit.ly/2BB89Fe

26.10.2018

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ზაზა სარალიძის შესახებ

“კიდევ ერთჯერ ვუსამძიმრებ ბატონ ზაზას, ვუთანაგრძნობ, მაგრამ ასე არ შეიძლება. ხომ ყველამ კარგად ვიცით, რომ ის კოორდინატორი იყო ნაციონალური მოძრაობის. შეიძლება შვილის ტრაგედია აქ გადავიტანოთ? რად უნდა ის კარავი რომ ააგო იქ. რატომ გადადო ნაციონალურმა მოძრაობამ სამდღიანი მიტინგი? - კარგად იმუშავეს სამართალდამცველებმა.

წყარო: https://bit.ly/2THdim6

30.10.2018

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შესახებ

„საზოგადოებას უნდა ავუხსნათ რეალური მოცემულობა. „ნაციონალური მოძრაობა“ თავის სააკაშვილით, თავის ვაშაძით და თავის გაერთიანებული ოპიზიციით აცხადებს, რომ ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ…. ამ ვითარებაში, პროცესი რომ დაიძაბება, სულ რომ არანაირი თანამდებობა არ მეკავოს, მე ვიქნები პირველი ჯარისკაცი ვინც ამ ქვეყანას მოღალატეებისგან, მწამებლებისგან და კაცთმოძულეებისგან დაიცავს. ბუნებრივად მივდივართ აქამდე.”

წყარო: https://www.radiotavisupleba.ge/a/29573100.html

30.10.2018

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დიმიტრი სამხარაძის მუქარის შემცველი განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების შესახებ

„ცეცხლს ნუ ეთამაშებით. ისედაც მაქსიმალურად ვითმენთ და წკიპზე ვართ ნამდვილები. ერთი კიდევ მსგავსი ქმედება და თქვენი დანდობის... რა თქმა უნდა, კანონის დაცვით ჩამოგილეწავთ კბილებს. არ მაინტერესებს არც პარტიულობა და არც დეპუტატობა. ჩემი ქვეყნის შვილი ვარ. რიგითი ჯარისკაცი. სიცოცხლეს დავთმობ და არ მოგცემთ ქვეყნის არევის უფლებას. ყოფას გიტირებთ. ვიმეორებ დააყენეთ და კანონის ფარგლებში დაბრუნდით, სანამ არ გაგყარეთ თქვენს მამინაცვალ მიშაიასთან“.

წყარო: https://bit.ly/2R9Nn4R

30.10.2018

პარლამენტის წევრი გედევან ფოფხაძე “სამოქალაქო ომის” შესახებ

„თუ გრიგოლ ვაშაძე საპრეზიდენტო არჩევნებს მოიგებს, ეს რეალური ნაბიჯი იქნება სამოქალაქო ომის დაწყების, ამაში დარწმუნებული ვარ. ამის თქმის საფუძველს ის მაძლევს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ რევანშისტული განწყობა და მიზანი აქვთ, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოიყვანონ, ციხიდან მერაბიშვილი და ახალაია გამოიყვანონ. ეს ყველაფერი მიმართული იქნება იმ პოლიტიკური ოპონენტების ლიკვიდაციისკენ, რომელიც სააკაშვილისთვის და მისი პოლიტიკური რეანიმაციისთვის პრობლემას წარმოადგენს. ფიზიკურ ლიკვიდაციას არც ერთი ქართველი სახლში არ დაელოდება. ამ საფრთხის წინაშე ყველა გავერთიანდებით და იმ წყენას დავივიწყებთ, რაც შეიძლება ერთმანეთთან მიმართებაში ექვსი წლის განმავლობაში გვქონოდა“.

https://1tv.ge/news/gedevan-fofkhadze-grigol-vashadze-tu-archevnebs-moigebs-es-samoqalaqo-omis-dawyebis-realuri-nabiji-iqneba/

31.10.2018

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარლამენტის ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის შესახებ

“უკაცრავად, გოგო, აბა, ცოტა მოდი ჭკუაზე”

წყარო: http://netgazeti.ge/news/315948/

04.11.2018

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ტურისტების შესახებ

„ჩვენ გვჭირდება მდიდარი ტურისტები. მდიდარი ტურისტები ყველა მხრიდან. ეს გაძვალტყავებული, ბოდიში და, ჯღანები რომ შემოდიან, თავისი ძეხვი რომ მოაქვთ და კონსერვები, ამით ჩვენ ვერ გავმდიდრდებით.  ჩვენ გვჭირდება ემირატებიდან; არა ბანგლადეშელები, ვინც იქ ცხოვრობენ, კი არ ვერჩი ბანგლადეშელებს, უბრალოდ, მუშები არიან ვინც ჩადიან. ინდუსები – ნუ, იმათ არ აქვთ იმდენი შემოსავალი… ჩვენ გვჭირდება მაგალითად შეიხები, რომელიც ჩამოვა და ერთი კაცი იმდენს დატოვებს, რამდენსაც ორასი სხვა კაცი. როგორც წესი, უფრო წყნარადაც იქცევა და თავის რეპუტაციას უფრთხილდება.”

წყარო: http://netgazeti.ge/news/316905/ 

05.11.2018

საქართველოს რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დაჩი ცაგურია ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ:

„გადაგივლით! ესაა ის ბოროტება რომელთან ერთადაც თანაცხოვრება უბრალოდ შეუძლებელია! ან უნდა გაგანადგუროს ან თავად უნდა განადგურდეს, სხვადასხვა პარაზიტების პრინციპზე არიან აწყობილნი! ვინ ვის გაანადგურებს, მაგასაც განახებთ თქვე მანიაკებო!”

წყარო:https://drive.google.com/file/d/1p-hvqXRT1b3NAqnMg2r5CDRL0lAkiaTG/view?usp=sharing

12.11.2018 

“საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” წევრი და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ირმა ინაშვილი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” შესახებ

“ძალიან მარტივად მინდა გითხრათ - გონორს დაუწიეთ და ფარები ჩააქრეთ, თქვენი არავის არ ეშინია ამ ქვეყანაში, იმ პლაკატებს ახლა, აქა-იქ რომ აკრავთ, გაგაკრავთ შუბლზე და დავამთავრებთ ამითი. ჩვენც დაგივლით სათითაოდ, ყველას კარებთან მოვალთ და ვერავინ ვერ გამაჩერებთ, ყველას აგიკრავთ კარებთან, რომ თქვენ ჩააბარეთ ახალგორი და კოდორი გაყიდეთ...

... ამიტომ გეუბნებით, ჩააქრეთ ფარები, თქვენი ტიტუშკების არავის არც ეშინია, არც გვარამიასი ეშინია არავის, იქიდან რომ დედას იგინება, დედის გინებაზე კი არა, დაგივლით სათითაოდ, სათითაოდ დაგივლით დედიან-მამიანად სუყველას”.

წყარო: http://tbl.ge/393z

12.11.2018

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ

“არა მგონია მართლა რომელიმე სამხედრო ემუქრებოდეს მოღალატეს და მის ოჯახს, ეს დიდი ალბათობით ტყუილია, როგორც ბევრი სხვა რამ”

წყარო: https://bit.ly/2ztHfNT

15.11.2018

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” შესახებ

“დღეს ხშირად ისმის – არ ავირჩევთ ჩვენ მოღალატე პრეზიდენტს – მე ვეთანხმები ,,ნაციონალურ მოძრაობას“, რომ ჩვენ არ ავირჩევთ მოღალატე პრეზიდენტს, ოღონდ ეს მოღალატე პრეზიდენტი და ძალა ჩვენთვის არის საბჭოთა დიპლომატი, ბატონი ვაშაძე და ეს 2011 წლის ჰააგის გადაწყვეტილება, რომლითაც მათ წააგეს დავა”.  

წყარო: https://bit.ly/2P4Z8I6

18.11.2018

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი “ქართული ოცნების” ისრაელელ  PR სპეციალისტებზე

„ჯოჯოხეთს ერთი მუგუზალი აკლდა და ახლა ეს ჩამოიყვანა ივანიშვილმა საქართველოში სრული ბედნიერებისთვის, ჩვენი მოქალაქეების უბედურების ხარჯზე, ფულის გასაკეთებლად… აი, ამ ისრაელელ აფერისტს, "შავი პიარის სპეციალისტს", რომლის სახელია მოშე, იმედი აქვს ივანიშვილს…”

წყარო: https://bit.ly/2BieR2R

19.11.2018

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი “ქართული ოცნების” ისრაელელ  PR სპეციალისტზე

“ამჯერად უკვე ისრაელელი აფერისტი-მოშე ჩამოვიდა რუს-ქართველი აფერისტის-ბიძინას დასახმარებლად. ასე რომ, მოქალაქეობა ამათ ყველას სხვადასხვა აქვთ, მაგრამ საქმიანობას ერთნაირს ეწევიან...”

 წყარო: https://bit.ly/2qV04oy

20.11.2018

თბილისის მერი კახი კალაძე სამოქალაქო სექტორის შესახებ

"გაცოცხლდნენ? გამოვიდნენ სარდაფებიდან?"

"ძალიან მიხარია, რომ პრობლემა, რომელიც 600 ათასზე მეტ ადამიანს აწუხებდა, მოიხსნება. ძალიან რთულია, ეს დაუკავშირო არჩევნებს. პირველ ტურში რომ დამთავრებულიყო არჩევნები და მერე რომ გამოცხადებულიყო ეს გადაწყვეტილება, მაშინ რას იტყოდნენ? არანაირი კავშირი არ აქვს, თუმცა თუ არის კითხვები, შესაბამისი სამსახურები ალბათ, დაინტერესდებიან".

წყარო: https://bit.ly/2BxIKfm

21.11.2018

რუსთავი 2–ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ

„იგი (სალომე ზურაბიშვილი) იყო მისი შვილების ნათლიის ცოლი, უფრო სწორად ჰქონდა კავშირი მისი შვილების ნათლიასთან მაშინ, როდესაც ჰყავდა ქმარი. ეს არავის საქმე არ არის და შეიძლება მორალის საქმეა, მაგრამ საპრეზიდენტო კანდიდატებისთვის ეს იქნებოდა დასასრული ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში”.

წყარო: https://www.youtube.com/watch?v=v2-Kueef2X4

26.11.2018

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ

“დღეს ჩვენ ყველა ერთად უნდა დავდგეთ, ყველაფერი პირადი გვერდით გადავდოთ და საბოლოოდ უარი ვუთხრათ მოღალატე სააკაშვილს და მის ანტიეროვნულ პოლიტიკურ ძალას”.

წყარო: https://www.radiotavisupleba.ge/a/29622165.html