საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ-ის უფროსი ნიკოლოზ მემანიშვილი დეკლარაციაში უძრავ ქონებას არ უთითებს
20 ოქტომბერი, 2023
2023 წელს შევსებულ დეკლარაციაში ნიკოლოზ მემანიშვილმა, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრილებათა თარგმნის ბიუროს დირექტორია, არ გაასაჯაროვა მის სახელზე არსებული 8 ერთეული უძრავი ქონება:
- ბინა თბილისში, ი. პეტრიწის ქუჩაზე - 53 კვ.მ
- ავტოფარეხი თბილისში, პეტრიწის ქუჩაზე - 35.7 კვ.მ
- ბინა თბილისში, ნოდარ ბოხუას ქუჩაზე - 54.55 კვ.მ
- ორი ავტოფარეხი თბილისში, ნოდარ ბოხუას ქუჩა - 15 კვ.მ და 15 კვ.მ
- ბინა ბაკურიანში, თრიალეთის ქუჩაზე - 57.5 კვ.მ
- მიწის ნაკვეთი ბაკურიანში, ახალშენის ქუჩაზე - 652 კვ.მ (თანასაკუთრება)
- მიწის ნაკვეთი თერჯოლის რაიონის სოფელ ზედა საზანოში - 4306 კვ.მ
ნიკოლოზ მემანიშვილი, როგორც თანამდებობის პირი, ვალდებული იყო ეს ინფორმაცია სრულად აესახა მისი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში.
შესაბამისად, “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” მიმართავს ანტიკორფუციულ ბიუროს შეისწავლოს ნიკოლოზ მემანიშვილის დეკლარაციაში გამოვლენილი დარღვევები და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.
