როგორია მოსახლეობის დამოკიდებულება მედიკამენტების მოხმარების და რეცეპტების სისტემის მიმართ - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

როგორია მოსახლეობის დამოკიდებულება მედიკამენტების მოხმარების და რეცეპტების სისტემის მიმართ

16 სექტემბერი, 2015

 

საზოგადოებრივი აზრის 2015 წლის ჩვენი მასშტაბური კვლევის მიხედვით, ქვეყანაში წამლების მოხმარებასა და რეცეპტების სისტემასთან დაკავშირებულ ორ უმთავრეს მიგნებას წარმოადგენს: 1. გამოკითხულთა  დაახლოებით ნახევრის შეფასებით მათზე და მათ ოჯახზე  რეცეპტების  სისტემაში განხორციელებულმა ცვლილებებმა უარყოფითი გავლენა მოახდინა.  2. წამლებზე  ყოველთვიური დანახარჯები კვლავ საკმაოდ მაღალია.

1. წამლებთან დაკავშირებით საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვამ მოსახლეობის განწყობის შემდეგი სურათი გვაჩვენა:

1.1. გამოკითხულთა 53% აცხადებს, რომ რეცეპტების  სისტემაში განხორციელებულმა ცვლილებებმა უარყოფითი გავლენა მოახდინა მათზე და მათ ოჯახზე, 34% აცხადებს, რომ ამ ცვლილებას მათზე და მათ ოჯახზე გავლენა არ მოუხდენია, ხოლო გამოკითხულთა 11% აცხადებს, რომ  რეცეპტების სისტემაში განხორციელებულმა ცვლილებებმა დადებითი გავლენა მოახდინა მათზე და მათ ოჯახზე. აღსანიშნავია, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ რეცეპტების სისტემაში 2014 წლის სექტემბერში განხორციელებულ ცვლილებებს მიესალმა, თუმცა, ხაზი გაუსვა ცვლილებებამდე შესაბამისი მომზადების აუცილებლობას.  

1.2. გამოკითხულთა 14% აცხადებს, რომ სწორი ნაბიჯი იყო ის, რომ გაიზარდა წამლების სია, რომელთა შესაძენადაც საჭირო გახდა ექიმის რეცეპტი, 33% აცხადებს, რომ ეს მეტ-ნაკლებად სწორი ნაბიჯი იყო, ხოლო 47% აცხადებს, რომ არასწორი ნაბიჯი იყო.

 

1.3. თითქმის ყოველი მეათე გამოკითხული აცხადებს, რომ რეცეპტების სისტემის ცვლილების შემდეგ ყოფილა შემთხვევა, როდესაც რეცეპტორული წამალი რეცეპტის გარეშე შეუძენია, ხოლო 68% აცხადებს, რომ ასეთი არ შემთხვევა არ ყოფილა.

1.4. გამოკითხულთა75%-ის აზრით, რეცეპტების სისტემის ცვლილების შემდეგ გაიზარდა წამლების შეძენასთან დაკავშირებული ხარჯები და ასევე გამოკითხულთა 75%-ს მიაჩნია, რომ შეიქმნა ზედმეტი დაბრკოლებები წამლის შეძენისას.

1.5. წამლებზე ყოველთვიური დანახარჯები კვლავ საკმაოდ მაღალია: გამოკითხვამდე ბოლო 1 თვის განმავლობაში რესპონდენტთა 68%-ს წამლებზე 100 ლარამდე აქვს დახარჯული, 24%-ს -- 101-500 ლარამდე, 2%-ს კი 500 ლარზე მეტი. რესპონდენტთა 68%-ს გამოკითხვამდე 1 თვის მანძილზე წამლებზე დაახლოებით 0-100 ლარამდე ჰქონდა დახარჯული.

1.6. გამოკითხვამდე  ბოლო 12 თვის მანძილზე წამლების შეძენის სიხშირე კი შემდეგნაირად გამოიყურება:

1 ჩვენ კალკულაციისთვის ავიღეთ 2013. საპრეზიდენტო არჩევნების მდგომარეობით 18-85+ ქართულენოვანი მოსახლეობა იმ გეოგრაფიულ არეალში, რაც კვლევამ დაფარა (3,185,586 ადამიანი) და არა ქვეყნის მთლიანი მოსახლეობა, რადგან გამოკითხვაში 18 წელზე უმცროსი ასაკის და გარკვეული გეოგრაფიული არეალის რესპონდენტები არ მონაწილეობდნენ. 3,185,586 ადამიანი არის ის პოპულაცია, საიდანაც გამოკითხვისთვის მაქსიმალური დემოგრაფიული და გეოგრაფიული რეპრეზენტატულობის პრინციპებით  შევარჩიეთ 1867 რესპონდენტი.

2 გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ პროცენტული მონაცემების დაჯამებამ შესაძლოა არ მოგვცეს 100%: პროცენტული მონაცემების აღქმის სიმარტივისთვის, მონაცემები შესაბამისი არითმეტიკული კონვენციით მთელ რიცხვებამდე მეტობით ან ნაკლებობით დავამრგვალეთ, რის გამოც ზოგიერთ დიაგრამაზე პროცენტული მონაცემების ჯამი შესაძლოა 100%-ზე ოდნავ ნაკლები ან მეტი იყოს.

________________________________________

Author: მიხეილ კუკავა