ENG

რამდენად უყურებს და ენდობა მოსახლეობა საზოგადოებრივ მაუწყებელს

24 მაისი, 2016

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დაკვეთით, “კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა” (CRRC) 2016 წლის 16-28 მარტს ჩაატარა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა, რომლის ფარგლებში გამოიკვლია ინსტიტუტების მიმართ მოქალაქეების ნდობა. კვლევის ფარგლებში, წელს პირველად იქნა ნაკვლევი საზოგადოებრივი მაუწყებელიც. გამოკითხვაში დედაქალაქსა და რეგიონებში მცხოვრები 2032 მოქალაქე იღებდა მონაწილეობას. კვლევის შედეგების განზოგადება მთელ მოსახლეობაზეა შესაძლებელი.  

ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა თითქმის ნახევარი (46%) საზოგადოებრივ მაუწყებელს არ უყურებს. კითხვაზე: რამდენადენად ენდობით ან არ ენდობით საზოგდოებრივ მაუწყებელს, გამოკითხულთა 21% აცხადებს, რომ უფრო ენდობა ვიდრე არ ენდობა, 12% კი მთლიანად ენდობა მაუწყებელს. რესპონდენტთა მხოლოდ  8% აცხადებს, რომ არ ენდობა მაუწყებელს, ხოლო 9% უფრო არ ენდობა ვიდრე ენდობა.  

Q31.png

საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ ნდობა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ ყველაზე მაღალი სოფლადაა, შედარებით უფრო მცირე დიდ ქალაქებში, ყველაზე დაბალი კი დედაქალაქში.

კვლევამ საინტერესო შედეგი აჩვენა მაუწყებლის ყურების თვალსაზრისითაც. გეოგრაფიული განლაგებით, საზოგადოებრივ მაუწყებელს ყველაზე მეტად სოფლად მცხოვრები ადამიანები არ უყურებენ მათთმა რიცხვმა 44% შეადგინა.

საზმაუ_trust.png

ამავე კვლევაში, კითხვაზე: ეთანხმებით თუ არა, რომ საზოგადოებრივი მაუწყბელის საინფორმაციო სამსახური: აშუქებს თემებს, რომელიც ჩემნაირ ხალხს აინტერესებს - გამოკითხულთა 36% დადებითად პასუხობს; 28%-ს მიაჩნია, რომ  მაუწყებლის საინფორმაციო

სამსახური ემსახურება პოლიტიკური ჯგუფების ინტერესებს. 25% მოსაზრებით, საინფორმაციო სამსახური მიუკერძოებელია თემების გაშუქებისას

 

.

საზმზაუ_stratum.png

Q32.png

კვლევის თანახმადვე, საზოგადოებრივ მაუწყებლის მაყურებელთა უმეტესობა 36-55 წლამდე ასაკობრივ ჯგუფშია. მათი პროცენტული რაოდენობა 40%-ია. რაც შეეხება სქესის მიხედვით მაყურებელთა გაყოფას, საზოგადოებრივი მაუწყებლის მაყურებელთა 52% მამაკაცია, ხოლო 48% ქალი.

საზმაუ_age.png

ზოგადად, ჟურნალისტებს გამოკითხულთა 24% ენდობა ჟურნალისტებს, რაც 2013 წელს ჩატარებული ამავე კვლევის მონაცემეზე 5%-ით ნაკლებია, 2013 წელს გამოკითხულთა 29%  მედიის წარმომადგენლებს სრულ ნდობას უცხადებდა.  

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“