ENG

რამდენად გამჭვირვალე და ინფორმაციულია ჩოხატაურის მუნციპალიტეტის ვებ-გვერდი

18 მაისი, 2018

 

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” განაგრძობს მუნიციპალიტეტებში საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების არსებული პრაქტიკის შესწავლას. ამჯერად წარმოგიდგენთ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის შედეგებს.

  • ჩოხატაურის საკრებულომ 2016 წლის 1 აგვისტოს მიღებული დადგენილებით განსაზღვრა საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი;

  • მიღებული დადგენილება მიესადაგება მთავრობის N219 დადგენილებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რომელიც ადგენს საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების მაღალ სტანდარტს;

  • მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე (www.chokhatauri.ge)  განთავსებული ინფორმაცია არ შეესაბამება დადგენილებით ნაკისრი პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხას, კერძოდ, მერიის შემთხვევაში გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის 62%, საკრებულოში შემთხვევაში კი 52% არ ქვეყნდება (არასრულად ქვეყნდება ინფორმაცია მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების დაფინანსების და ხარჯთაღრიცხვის შესახებ, არ არის ხელმისაწვდომი ინფორმაცია მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული შესყიდვებისა და ქონების პრივატიზების შესახებ; არ ქვეყნდება ინფორმაცია საკრებულოს დაგეგმილი სხდომისა და დღის წესრიგის თაობაზე, არ არის ხელმისაწვდომი სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოსა და დასახლების საერთო კრებების ოქმები და ა.შ.)

 

დეტალური ინფორმაცია იხილეთ გრაფიკებში:

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” მოუწოდებს ჩოხატურის მერიასა და საკრებულოს, დროულად აღმოფხვრან აღნიშნული პრობლემა, შეასრულონ 2016 წლის 1 აგვისტოს მიღებული დადგენილებით ნაკისრი ვალდებულება და უზრუნველყონ ინფორმაციის სრული სახით ატვირთვა ოფიციალურ ვებ-გვერდზე.