ENG

რამდენად გამჭვირვალე და ინფორმაციულია ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდი

26 ივლისი, 2018

 

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” განაგრძობს კვლევას მუნიციპალიტეტების მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ. ამჯერად წარმოგიდგენთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რამდენად ასრულებს ამბროლაურის მუნიციპალიტეტი აღნიშნულ ვალდებულებას.

კვლევის შედეგად შემდეგი გარემოებები გამოვლინდა:

  • ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2017 წლის 30 ნოემბერს მიღებული N25 დადგენილებით განსაზღვრა საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი;
  • მიღებული დადგენილება მიესადაგება მთავრობის N219 დადგენილებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რომელიც საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების მაღალ სტანდარტს ადგენს.
  • მერიისა და საკრებულოს საერთო ვებ-გვერდზე (http://ambrolauri.gov.ge) განთავსებული ინფორმაცია არ პასუხობს დადგენილებით ნაკისრი პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხას;
  • ამასთან, მერიისა და საკრებულოს ვებ-გვერდზე განთავსებული საძიებო სისტემის გამოყენება რთულია, რაც აფერხებს საჯარო ინფორმაციაზე წვდომის შესაძლებლობას.

დეტალური მონაცემები იმის შესახებ, თუ რა სახის ინფორმაცია ქვეყნდება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის საერთო ვებ-გვერდზე, იხილეთ გრაფიკებზე:

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” მოუწოდებს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოს, დროულად აღმოფხვრან აღნიშნული პრობლემები, შეასრულონ 2017 წლის 30 ნოემბერს მიღებული N25 დადგენილებით ნაკისრი ვალდებულება და უზრუნველყონ ინფორმაციის სრული სახით ატვირთვა ოფიციალურ ვებ-გვერდზე. ასევე, ორგანიზაციის რეკომენდაციააა, რომ მეტი გამჭვირვალობისთვის ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიამ და საკრებულომ შექმნან დამოუკიდებელი ვებ-გვერდები.