ENG

ზურაბ ჟვანია - 6 წლის შემდეგ

03 თებერვალი, 2011

ზუსტად 6 წლის წინ საქართველოს პრემიერ მინისტრი, ზურაბ ჟვანია გარდაცვლილი იპოვეს. ჟვანია, როგორც პარლამენტის სპიკერი შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდში, წამყვანი ძალა იყო რეფორმისა და დემოკრატიისათვის. მოგვიანებით კი 2003 წლის ვარდების რევოლუციის ერთ-ერთი ლიდერიც. ზურაბ ჟვანია ღირსეული ადამიანი იყო. მას სწამდა დემოკრატიისა და პლურალიზმის ძალის და როლის. ის იყო მგზნებარე, მაგრამ ყოველთვის გონიერების ხმა. ზურაბ ჟვანიას ერთ-ერთი რეალური დემოკრატიული მემკვიდრეობა საქართველოს პარლამენტია. სწორედ ის იყო მისი სტრუქტურის, წესებისა და ჩვეულებების მთვარი არქიტექტორი. მისი გარდაცვალება დიდი დანაკარგი იყო საქართველოსათვის და ქართული დემოკრატიისთვისათვის. დღეს ჩვენ ზურაბ ჟვანიას მივესალმებით იმისათვის, რაც იყო და იმისათვის, რაც ყოველთვის იქნება - მაგალითი მათთვის, ვისაც დემოკრატიისა და თავისუფლების სწამს.

Author: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო