ENG

სამთავრობო მონაცემები: თვალსაჩინო არ არის ყოველთვის გამოსადეგარი

01 ნოემბერი, 2010

განახლება, 21 დეკემბერი 2010: სსბ-მ გამოასწორა ჩემს მიერ სტატიაში აღწერილი, ბმულთან დაკავშირებული პრობლემა- შესანიშნავია, ვიმედოვნებ ისინი გააგრძელებენ მუშაობას ვებ გვერდის გასაუმჯობესებლად. პირვანდელი სტატია მონაცემთა ონლაინ საჯაროობა ნამდვილად ახალი ტენდენციაა მთავრობათა გამჭვირვალობის მხრივ და არც საქართველოს მთავრობა არის ამ კუთხით გამონაკლისი. ახლახან პარლამენტმა აამუშავა ორი ვებ–გვერდი, პირველზე ნებისმიერი მსურველისთვის ხელმისაწვდომი იქნება პარლამენტის წევრთა ხმის მიცემის ჩანაწერები, ხოლო მეორე, თვალშისაცემი დიზაინის,დეკლარაციების ვებ–გვერდი (არ ეცადოთ Google ძებნის გამოყენებას, იხილით ქვემოთმოცემული ბმული) რომელზეც შესაძლებელია სახელმწიფო მოხელეთა ამ წლის შემოსავლების დეკლარაციათა ხილვა, მონაცემები ყოველ წელს განახლდება. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ამ პოზიტიურ ტენდენციას მიესალმება. თუმცა, დოკუმენტების ონლაინ ხელმისაწვდომობა სულაც არ ნიშნავს, რომ ავტომატურად მათი გამჭვირვალობაც მიღწეულია. მონაცემები არა მარტო ხელმისაწვდომი,არამედ გამოსადეგიც უნდა იყოს. სამწუხაროდ, დეკლარაციათა ვებ–გვერდზე(იხილეთ ქვემოთმოცემული ბმული), მისი კაშკაშა და თვალშისაცემი დიზაინის მიუხედევად, მონაცემების გამოყენება მრავალ პრობლემასთან არის დაკავშირებული, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ მხოლოდ დოკუმენტების ხელმისაწვდომობა, სულაც არ ნიშნავს, მათი სათანადო გამოყენების საშუალებასაც. მთავარი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ვებ–გვერდი არ იძლევა კონკრეტული ანგარიშის ნახვის საშუალებას. აქ არის მოყვანილი სახელმწიფო მოხელის (მაგდალინა ანიკაშვილის, თუმცა, ამ შემთხვევაში, კონკრეტულად რომელიმე პიროვნებას არ ენიჭება მნიშვნელობა) დეკლარაცია, შეეცადეთ მის გახსნას: http://declaration.ge/csb/report/report.seam?id=192 სავარაუდოდ, თქვენ მხოლოდ და მხოლოდ ცარიელ გვერდს ნახავთ, ეს იმიტომ, რომ declaration.ge არ გვაძლევს შემოსავლების დეკლარაციათა ნახვის საშუალებას, ამავე გვერდის, ძებნის მექანიზმის გამოყენების გარეშესანამ declaration.ge-ს ვებ–გვერდს ერთხელ მაინც არ ეწვევით. ვცადოთ, შევიდეთ declaration.ge – ზე, დააკლიკეთ ფანჯარას „მოქალაქეთათვის“, შემდეგ კი დააჭირეთ ღილაკს „ძებნა“, პირველივე შედეგი იქნება ანიკაშილის დეკლარაცია, რომელსაც ამ შემთხვევაში უპრობლემოდ იხილავთ. მაშინაც კი, თუ ამ ანგარიშში რაიმე საინტერესოს იპოვით, თქვენი შესაძლებლობები მის გასავრცელებლად ძალიან შეზღუდულია: თქვენ ვერ შეძლებთ ამ ბმულის ვერც ელექტრონული ფოსტით გაგზავნას, ვერც ბლოგზე, ფეისბუქზე ან თვითერზე დაპოსტვას, რადგან, როდესაც ვინმე ეცდება მას დააკლიკოს, მხოლოდ და მხოლოდ ცარიელ გვერდს იხილავს. ამიტომ, ამ დოკუმენტების გასაზიარებლად თქვენ სულ ორი გზა გაქვთ: ან უნდა აუხსნათ თქვენს მეგობრებს ზემოთხსენებული დაწვრილებითი ინსტრუქცია (თუმცა რამდენ თქვენგანს არ დაეზარა მათ მიჰყოლოდა?), ან უნდა გადმოტვირთოთ PDF ფაილი და ასე გაავრცელოთ. ყოველივე ეს არც ისე ოპტიმალურად ჟღერს. ვებ–გვერდის ამ ხარვეზის გამო შემოსავლების დეკრალაციების დოკუმენტებს ვერც Google-ის გამოყენებით მოძებნით. მოდით, ჩავატაროთ შემდეგი ექსპერიმენტი: Google-ს აქვს ნაკლებად ცნობილი, მაგრამ ძალიან სასარგებლო სერვისი: ძებნა ფაილის ტიპის მიხედვით. პირველ რიგში, მოდით მოვძებნოთ declaration.ge PDF ფაილები. შედეგი არაფრისმომცემია, მიუხედავად იმისა, რომ declaration.ge-ზე 1500–ზე მეტი PDF ფაილია. თუ შემთხვევით Google-ის სერვისის სრულყოფილებაში შეგაქვთ ეჭვი, მოძებნეთ საქართველოს პარლამენტი PDF ფაილები. ერთი სიტყვით, შემოსავლების დეკლარაციები Google-ის საძიებო სისტემისათვის აბსოლუტურად უხილავია , შესაბამისად ძიების შემთხვევაში შემოსავლების დეკლარაცია declaration.ge-ზე არის უკანასკნელი რამ, რის პოვნასაც შეძლებთ. რა თქმა უნდა, თუკი ზემოთმოყვანილ ინსტრუქციებს მიჰყვებით, თქვენ შეძლებთ ამ დოკუმენტების ნახვას, თუმცა, ბევრმა ამ ვებ–გვერდის არსებობაც არ იცის თანაც ვებ–გვერდი „სრული ტექსტის“ ძიების საშუალებას არ იძლევა, რასაც შეძლებდით Google–ის მეშვეობით, ეს PDF ფაილები მისთვის უხილავი რომ არ იყოს. ტექსტის მიხედვით ძებნა წარმოადგენს პრობლემას იმდენად, რამდენადაც თუ თქვენ გსურთ მაგალითად სახელმწიფო მოხელეთა და მათ მიერ კონტროლირებად ორგანოებს შორის არსებული ინტერესთა კონფლიქტის შესახებ ინფორმაციის მოძიება, შემდეგი მონაცემის მიხედვით:მიიღეს თუ არა მათ საჩუქრები მათ მიერ რეგულირებადი კომპანიებისგან, თქვენ მოგიწევთ ყველა, ანუ 1500–ზე მეტი დოკუმენტის სათითაოდ ჩამოტვირთვა და შემდეგ თითოეულ მათგანში ძებნა. ეს ფიზიკურად შეუძლებელია! ინტერნეტი და უახლესი ტექნოლოგიები, პანაცეა ნადვილად არ არის, ეს უბრალოდ საშაულებაა და როგორც ყველა იარაღის, მათი გამოყენებაც შეიძლება: სწორად ან არასწორად. სამთავრობო მონაცემების უბრალოდ ინტერნეტში განთავსება, როგორი მოდურიც არ უნდა იყოს ვებ–გვერდის დიზაინი, ავტომატურად არ გულისხმობს მათ გამჭვირვალობას. სამთავრობო მონაცემთა გამჭვირვალობისათვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს მათი სათანადო გამოყენება. ტექსტის მიხედვით ძიება, ფაილის მთლიანი გადმოტვირთვა , პირდაპირი ბმულები და საძიებო სისტემაში ძიების საშუალება, უნდა იყოს სავალდებულო მოთხოვნა ყველა იმ სამთავრობო მონაცემისათვის, რომელიც ონლაინ თავსდება.

Author: დერეკ დოლერი