საქართველოს მიერ ლობირების მცდელობები - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

საქართველოს მიერ ლობირების მცდელობები

18 თებერვალი, 2010

იანვრის ბოლოს, საქართველოს ინტერესების დასაცავად, საქართველოს მთავრობამ დაიქირავა წარმომადგენელთა პალატის დემოკრატიული უმრავლესობის ყოფილი ლიდერის, დიკ გეფჰარდტის მიერ დაარსებული ამერიკული ლობისტი ფირმა “გეფჰარდტ გრუფ გავერნმენტ ეფეარსი” (Gephardt Group Government Affairs). აღნიშნულ ფირმასთან დადებული ერთწლიანი ხელშეკრულების ღირებულება არის 436, 000 ამერიკული დოლარი. “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” შეისწავლა საქართველოს და ამერიკულ ლობისტ ფირმებს შoრის დადებული როგორც მოქმედი, ისე შეწყვეტილი ხელშეკრულებები, რომლებიც დარეგისტრირებულია აშშ-ს იუსტიციის სამინისტროს მიერ “უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტით” (Foreign Agents Registration Act, FARA) და შეადგინა მონაცემთა ბაზა, სადაც მოცემულია ამგვარი ხელშეკრულებების შემოკლებული ვერსიები. http://transparency.ge/geo_us_lobbying საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველო მუდამ ქირაობდა პროფესიონალებს თავისი ინტერესების აშშ-ში ლობირებისათვის. სამწუხაროდ, 1990-იან წლებში საქართველოს მთავრობასა და აშშ-ს ფირმებს შორის დადებული იმ გარიგებების საჯაროდ ხელმისაწვდომი ჩანაწერები, რომლებიც საქარველოში უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობას გულისხმობდა, არ შეიცავს ინფორმაციას კონტრაქტების ღირებულებაზე. ედუარდ შევაrდნაძის პრეზიდენტობის ბოლო წლებში სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფი “საქართველოს რკინიგზა” აფინანსებდა ლობისტურ საქმიანობებს აშშ-ში. ხელშეკრულებების მიხედვთ, კომპანიამ დახარჯა 785,000 ამერiკული დოლარი 2002 წლის დასაწყისიდან 2004 წლის დასაწყისამდე. გასულ წლებში საქართველოს ხელისუფლების მიერ ლობირებისათვის განკუთვნილი დანახარჯები მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველომ 1.666 მლნ. ამერიკული დოლარის ღირებულების კონტრაქტები დადო ამერiკელ ლობისტებთან. 2004 წლის დასაწყისიდან, როდესაც მიხეილ სააკაშვილი მოვიდა ხელისუფლებაში, საქართველომ დახარჯა 2.619 მლნ. ამერიკული დოლარი აშშ-ში თავისი პოლიტიკური იმიჯის გამოსასწორებლად. “ორიონ სოლუშონსი” (Orion Solutions) გასულ წლებში საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი ლობისტი იყო აშშ-ში. ამ კომპანიამ დადო 800, 000 ამერიკული დოლარის ღირებულების კონტრაქტები საქართველოს მთავრობასთან. FARA-ს მონაცემების მიხედვით, აღნიშნული კომპანიის დამაარსებელი, რენდი შეუნემანი, რომელიც მნიშვნელოვანი ფიგურა იყო ნეოკონსერვატორულ წრეებში პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის დროს, სხვა ქვეყნებისათვისაც ლობირებდა, კერძოდ: ტაივანისთვის, მაკედონიისთvის, მონტენეგროსთვის, ლატვიისა და რუმინეთისთვის. “ორიონ სოლუშონსი” ასევე მუშაობდა “ეროვნული იარაღების ასოციაციისათვის” (National Rife Association) და თავდაცვის კომპანია “ლოკჰედ მარტინისთვის” (Lockheed Martin). http://blog.washingtonpost.com/44/2008/06/17/randy_scheunemann_mccain_advis.html 2007 წლის იანვარში შეუნემანი გახდა ჯონ მაკკეინის საპრეზიდენტო კამპანიის უფროსი მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში და სენატორის კამპანიიდან 2008 წლის 15 მაისამდე მას გადაუხადეს თითქმის 70, 000 დოლარი. ამ პერიოდში საქართველოს მთავრობისგან შეუნემანი 290,000 დოლარს იღებდა თავისი მომსახურებისთვის. შეუნემანი ასევე რჩევებს აძლევდა მაკ კეინს რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდში. http://www.washingtonpost.com/wp-dyn/content/article/2008/08/12/AR2008081202932.html საქართველოს ლობისტური საქმიანობის მონიტორინგი ამერიკის შეერთებულ შტატებს გარეთ შედარებით რთულია, რადგანაც ევროკავშირის კანონმდებლობა ნაკლებ ავალდებულებს ლობისტებს დარეგისტრირებას და თავიანთი საქმიანობის გამხელას. http://europa.eu/lobbyists/interest_representative_registers/index_en.html გარდიან-ის (Guardian) ანგარიშის მიხედვით, ბრიუსელში დაფუძნებულმა სააგენტომ, “ასპექტ კონსალტინგმა” (Aspect Constulting) 2007 წელს 500,000 ევრო (დაახლოებით 690,000 აშშ დოლარი) მიიღო ევროკავშირში და ნატოში საქართველოს გაწევრიანების ხელშესაწყობად. http://www.guardian.co.uk/world/2008/aug/16/georgia.russia რუსეთ-საქართველოს შორის კონფლიქტის ესკალაციის შემდეგ დაიწყო პროპაგანდისტული ომი ორ ქვეყანას შორის. “ასპექტ კონსალტინგის” დამფუძნებელმა პარტნიორმა, ჯეიმს ჰანტმა “პი არ ვიიკთან” (PR Week) საუბარში აღნიშნა, რომ მისთვის გაუგებარი იყო, თუ როგორ ახერხებდნენ PR კომანიები რუსეთთან თანამშორმლობას. “მე ანგელოზების მხარეზე ვარ”, - თქვა მან. http://www.spinwatch.org/-articles-by-category-mainmenu-8/62-international-politics/5153-who-is-on-the-side-of-the-angels  საქართველოსთვის და რუსეთისთვის მომუშავე PR სააგენტოები (ასპექტ კონსალტინგი, რომელიც მუშაობდა თბილისისთვის და ჯიპლუსი, რომელიც იცავდა მოსკოვის ინტერესებს), 2008

Author: n/a