საჯარო ინფორმაცია: შინაგან საქმეთა სამინისტრო უპასუხოდ ტოვებს კითხვებს პოლიციის რეკლამასთან დაკავშირებით - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

საჯარო ინფორმაცია: შინაგან საქმეთა სამინისტრო უპასუხოდ ტოვებს კითხვებს პოლიციის რეკლამასთან დაკავშირებით

09 მარტი, 2011

ეს ბლოგ-პოსტი განახლდა:30.03.2011 გასული რამდენიმე კვირის განმავლობაში სატელევიზიო რეკლამამ, რომელიც პოლიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის იერსახის გაუმჯობესებას ისახავდა მიზნად, საქართველოში ერთგვარი დებატები წარმოშვა, რადგან მასში სამართალდამცავების როლებს ბავშვები ასრულებდნენ. „საერთაშორისო გამჭირვალობა–საქართველომ“ საჯარო ინფორმაცია მოითხოვა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეირჩნენ ბავშვები ამ რეკლამაში მონაწილეობის მისაღებად, რა დაჯდა რეკლამის გადაღება,რომელ სატელევიზიო არხებზე გადიოდა აღნიშნული რეკლამა(რომელმა სატელევიზიო არხებმა მიიღეს სარეკლამო შემოსავალი ამ კამპანიის გაწევისათვის) და რა სიხშირით გადიოდა ის ტელეარხებზე. სამწუხაროდ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უყურადღებოდ დატოვა ჩვენი წერილი და, შესაბამისად უპასუხოდ დარჩა დასმული კითხვებიც. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ საქართველოში ინფორმაციის თავისუფლების შესახებ ჩატარებულმა ბოლდროინდელმა კვლევამ აჩვენა, რომ საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს დამოკიდებულება მათი ზოგადად იგნორირებაა. განახლება:30.03.2011 შსს-მ ჩვენს კითხვებს ამ ბლოგის გამოქვეყნების შემდეგ უპასუხა. ოფიციალური ცნობით, კლიპის გადასაღებად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 89 000 ლარი დაიხარჯა. მაგრამ სამინისტროს ინფორმაცია არ მოუწოდებია იმაზე, თუ რომელ არხებზე და რა სიხშირით გადიოდა კლიპი. შესაბამისად, უცნობია რომელმა კომპანიებმა/არხებმა მიიღეეს სარეკლამო შემოსავალი ამ კამპანიის საშუალებით, და რამდენი. აღსანიშნავია, რომ შსს-მ ჩვენს კითხვებს პასუხი 2 თვის დაგვიანებით, 16 მარტს გასცა, თუმცა ქართული კანონმდებლობით საჯარო ინფორმაციის გასაცემად მაქსიმალური ვადა 10 დღე უნდა იყოს.

Author: "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო"