ENG

პროკურატურის წარმომადგენლების ზეწოლა მიწის მესაკუთრეებზე გონიოში

01 ნოემბერი, 2012

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“  ავრცელებს მესამე ბლოგს, რომელიც შეეხება 2011 წელს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის განყოფილების პროკურორის დავით ჭარბაძის მიერ გონიოში მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე განხორციელებულ ზეწოლას.

დაზარალებულის, ხათუნა კახიძის განცხადებით, ის და მისი მეუღლე დაიბარეს ადგილობრივ პროკურატურაში, სადაც მათ მოსთხოვეს უკვე გაყიდული მიწის ნაკვეთის სახელმწოფოსთვის დაბრუნება. 

მსგავსი ფაქტების სიმრავლე ქმნის საფუძვლიან ეჭვს, რომ ამგვარ ფაქტებს ჰქონდათ სისტემური სახე. მნიშვნელოვანია ყურადღებით იქნას გამოძიებული ყოველი კონკრეტული შემთხვევა, რათა დადგინდეს დაზარალებული პირების ზუსტი წრე და გამოვლენილ იქნან უკანონო ქმედებებში შემჩნეული საჯარო მოხელეები. ამასთან „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ მიესალმება მთავარი პროკურორის ინიციატივას გამოძიოს მიწის საკუთრების ხელყოფასთან დაკავშირებული ფაქტები.

 

Author: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო