მთავრობა დევნილთა გამოსახლების ახალ პროცედურებს წარმოგვიდგენს - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

მთავრობა დევნილთა გამოსახლების ახალ პროცედურებს წარმოგვიდგენს

28 სექტემბერი, 2010

 

განახლდა 2010 წლის 30 სექტემბერს - მიღებულ იქნა სტანდარტული სამოქმედო პროცედურები. დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ ხვალ, 29 სექტემბერს მთავრობა დევნილთა გამოსახლებისა და მათი ახალ საცხოვრებელ ადგილებში განსახლებისათვის საჭირო პროცედურებს წარმოადგენს. თბილისში აგვისტოში ათასობით დევნილის დროებითი თავშესაფრიდან გამოსახლების პროცესი გახდა იმის მიზეზი, რომ ხვალ დღის 2 საათზე დევნილთა და განსახლების სამინისტროში მოეწყობა „სტანდარტული სამოქმედო პროცედურების” ღია განხილვა, რასაც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებიც დაესწრებიან. მას შემდეგ, რაც აგვისტოს მოვლენას ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების პროტესტი მოჰყვა, მთავრობამ დროებით შეაჩერა დევნილების გამოსახლების პროცესი. აღნიშნული პროცედურების შემუშავება დადებით ნაბიჯად შეიძლება შეფასდეს, თუმცა უნდა დავაკვირდეთ, როგორ გატარდება ეს პროცედურები პრაქტიკაში. განზხრახვა კარგია, თუ მას განხორცილება მოჰყვება პროცედურები კანონის ძალით სავალდებულო არ არის. ეს პროცედურები მიღებულ იქნა დევნილთა და განსახლების სამინისტროში არსებული დევნილთა მართვის კომიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს მიერ 17 სექტემბერს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოც” ამ საბჭოს წევრია. არსებობს საფრთხე, რომ დოკუმენტის საკვანძო საკითხებს, რაც დევნილთა დაცვას გულისხმობს, ისეთივე ბედი ეწევა, რაც საბჭოს მიერ უფრო ადრე მიღებულ მსგავს დოკუმენტებს. 2009 წლის დევნილთა სამოქმედო გეგმის დოკუმენტში შესული ნორმები, როგორიც იყო „სამართლიანი და გამჭვირვალე კრიტერიუმები” და „დევნილთა თავისუფალი არჩევანი და ნებაყოფლობით მიღებული გადაწყვეტილება” კანონის ძალით სავალდებულო ხასიათს ატარებდა, თუმცა არ მომხდარა მათი სრული გატარება პრაქტიკაში. მაგალითისთვის არ არსებობს გამჭვირვალე კრიტერიუმი, რის მიხედვითაც მთავრობა ირჩევს იმ ოჯახებს, რომლებიც ფულადი კომპენსაციის სახით 10,000 ამერიკულ დოლარს იღებენ. ასევე დაირღვა დოკუმენტის მთავარი პრინციპი, როდესაც დევნილები გამოასახლეს მათ მიერ დაკავებული ფართებიდან და ავტობუსებით გადაიყვანეს დასავლეთ საქართველოში სოფელ ფოცხო-ეწერის იზოლირებულ საცხოვრებელ კომპლექსში. მათთვის ალტერნატიული საცხოვრებელი არავის შეუთავაზებია. ეს პროცედურები არ არის რექტროაქტიური, რაც იმას გულისხმობს, რომ სოფელ ფოცხო-ეწერში ჩასახლებული დევნილები ვერ შეძლებენ ამით სარგებლობას. დევნილთა დასახმარებლად შექმნილ სტრატეგიაში შესული ნორმები საერთაშორისო საზოგადოების მიერაა შემუშავებული, თუმცა მთავრობას მათი განხორციელების ან საშუალება არ აქვს ან სურვილი. აგვისტოში მომხდარი დევნილთა მოულოდნელი გამოსახლებაც ამაზე მიუთითებს. დონორებმაც და ხელისუფლებამაც უფრო მეტი უნდა ეცადოს დაიცვას იმ ინიციატივების ფუნდამენტური პრინციპები, რომლებსაც თავად აფინანსებენ და ახორციელებენ. ამ საკითხზე უფრო დეტალური დოკუმენტების საჯარო წარმოდგენის შემდეგ მალე მათი ნახვა ამ გვერდზეც შეგეძლებათ.

Author: Caitlin Ryan