ENG

კავკასია, სოციალური მედია და ფეისბუქი

16 აპრილი, 2010

შაბათ-კვირას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ შესაძლებლობა ჰქონდა სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლებთან ერთად განეხილა ონლაინ სოციალური მედიის სხვადასხვა ასპექტები - შეხვედრები მიმდინარეობდა ბლოგერებთან, დეველოპერებთან და აქტივისტებთან სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და საქათველოდან. სულ რაღაც 2 დღის განმავლობაში, 6 ჯგუფი ცდილობდა შეექმნა ნამდვილი, ფუნქციონირებადი ვებ-გვერდი სხვადასხვა თემაზე - დაწყებული საჯარო მოხელეების მონიტორინგიდან, დამთავრებული ბუნების დაცვით. მათი მცდელობები წარმატებით დასრულდა. ამავდროულად, გვერდით ოთახში, სოციალური მედიის მომხსენებლები სხვადასხვა ქვეყნებიდან თავიანთ გამოცდილებასა და ცოდნას უზიარებნენ სტუდენტებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ბლოგერებს და სხვა რეგიონის მედიაფილებს. „სოციალური ინოვაციის ბანაკი - კავკასია“ (The Social Innovation Camp Caucasus) ერთ-ერთი მაგალითია ახალ ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ ღონისძიებებში სამხრეთ კავკასიის საზოგადოების მზარდი ჩართულობისა. საქართველოში სოციალურ და პოლიტიკურ თემებზე მომუშავე ბლოგერების რაოდენობა საგრძნობლად იზრდება, რაც დასტურდება ისეთი ვებგვერდების არსებობით, როგორიცაა Blogroll.ge. ფეისბუქის მოხმარების მაჩვენებელი სწრაფად იზრდება და მალე ოდნაკლასნიკების მომხმარებელთა რაოდენობას საგრძნლობლად გადააჭარბებს. კონფერენციის მსვლელობისას გამოირკვა, რომ ფეისბუქის სტატისტიკური მონაცემების მოპოვება შეუძლებელია, რადგანაც ფეისფუქს ჯერ არ დაუნერგავს შესაბამისი სქემა სამხრეთ კავკასიაში. `სოციალური ინოვაციის ბანაკი - კავკასიის” ბევრ მომხსენებელი იყენებდა სტატისტიკურ მონაცემებს ახალი სოციალური მედიის სხვადასხვა შესაძლებლობებზე (tools) - თუმცა, როდესაც ფეისბუქზე მიდგა საქმე, ბევრი ვარაუდის და ნაკლები ფაქტების წარმოდგენა გახდა შესაძლებელი. ამიერიდან ეს შეიცვლება და ფეისფუქის სტატისტიკური მონაცემები ხელმისაწვდომი გახდება. ორშაბათს, მაშ შემდეგ რაც მე შევამოწმე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ფეისბუქის სტატისტიკა, „ედზების“ (ads) შემოწმებაც გადავწყვიტე. თუ შეხვალთ საიტზე www.facebook.com/ads და დაიწყებთ „ედზის“ (ads) შევსებას, ნახავთ საქართველოზე, სომხეთსა და აზერბაიჯანზე ზოგ სტატისტიკურ მონაცემს. ქვემოთ მოცემულია რამოდენიმე ასეთი მონაცემი ფეისბუქ „ედზიდან“. ეს ციფრები ყველა ასაკის ჯგუფს მოიცავს. ფეისბუქ „ედზის“ მიხედვით ფეისბუქის მომხმარებელთა რაოდენობა

ქვეყანა კაცები და ქალები კაცები ქალები
საქართველო 340,800 147,680 192,980
აზერბაიჯანი 139,660 84,760 51,300
სომხეთი 49,900 22,220 26,820

შენიშვნა: ადგილმდებარეობის განსასაზღვრად, ფეისბუქის „ედზი“ იყენებს IP მისამართსა და მომხმარებლის პროფილის ინფორმაციას.
სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, ვხედავთ, რომ ქართველი ფეისბუქის მომხმარებლების რაოდენომა ორჯერ აღემატება აზერბაიჯანელი მომხმარებლების რაოდენობას, ხოლო ამ უკანასკნელის მომხმარებელთა რაოდენობას სამჯერ აღემატება სომეხ მომხმარებელთა რაოდენობა. საქართველოს მეტი მდედრობითი სქესის მომხმარებელი ყავს, ვიდრე მამრობითი სქესის. აზერბაიჯანს - პირიქით. სომხეთს თითქმის თანაბარი რაოდენობის მდედრობითი და მამრიბითი სქესის მომხმარებელი ყავს. მართალია, ეს მონაცემები მთლად ზუსტი არ არის (მონაცემები ოდნავ იცვლება ნახვის ყოველ ჯერზე), მაგრამ მაინც იძლევა საშუალებას,სამხრეთ კავკასიაში ფეისბუქის მოხმარებაზე დასკვნების გასაკეთებლად (ქვეყნების მიხედვით ფეისბუქის მომხმარებელთა რაოდენობაზე). მომხმარებლებს ვურჩევ თავადაც გააკეთონ მგავსი კვლევები და გაგვიზიარონ თავიანთი აღმოჩენები!

Author: -