ENG

ახალი ელექტრონული სახელმწიფო შესყიდვების პლატფორმა – საჯარო ინფორმაციის გასაჯაროება

26 ნოემბერი, 2010

განახლება 18-01-2011 ამ სტატიაზე გაკეთებული კომენტარის მიხედვით შესყივების სააგენტოს ვებ გვერდზე სიახლეა, ახლა უკვე შესაძლებელია ყველა ტენდერის განაცხადის სტატიკური ბმულის მიღება. სასიამოვნოა ამის გაგება, რადგან უკვე შესაძლებელია ტენდერის განაცხადის გაგზავნა ელ. ფოსტის საშუალებით, ან მისი განხილვა სოციალურ ქესლზე(მაგალითად Facebook-ზე). მე მივესალმები სახელმიფო შესყიდვების სააგენტოს მცდელობას გააუმჯობესოს ეს ვებ გვერდი. რამოდენიმე კვირის წინ დავწერე ბლოგპოსტი მთავრობის ახალი შემოსავალთა დეკლარაციის ვებ–გვერდის: declaration.ge-ს შესახებ. აღმოჩნდა რომ, მიუხედავად იმისა რომ ვებ–გვერდზე მოცემული თანამდებობის პირთა შემოსავლებზე ინფორმაცია თვალსაჩინოა, ხარვეზები ვებ–გვერდის დიზაინში არ იძლევა ამ ინფორმაციის ეფექტურად გამოყენების საშუალებას, რომელიც იმდენადვე მნიშვნელოვანია გამჭვირვალობის მხრივ, როგორც ინფორმაციის თვალსაჩინოობა. ამდენად, როდესაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ აამუშავა ახალი ვებ–გვერდი, tenders.gov.ge, მიზნად დაისახა აუქციონების გამჭვირვალობა სამთავრობო კონტრაქტებისათვის. იმედი მქონდა, რომ ახალი ვებ–გვერდი უზრუნველყოფდა არამარტო ინფომაციის თვალსაჩინოობას, არამედ მის ეფექტურ გამოყენებასაც. თუ გავითვალისწინებთ, რომ ბოლო დრომდე ამ ინფორმაციის ამსახველი დოკუმენტები მხოლოდ და მხოლოდ ქაღალდების დასტების სახით იყო შენახული, მათი ონლაინ განთავსება ნამდვილად წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა, სამწუხაროდ, declaration.ge–ს მსგავსად, ეს ინფორმაცია დიზაინის ხარვეზების გამო არ იძლევა მისი ეფექტურად გამოყენების საშუალებას. ეს ხდება იმიტომ, რომ tenders.gov.ge იყენებს ზედმეტად თვალშისაცემ ვებ–განვითარების ტექნიკას, Google Map-ისა და ბევრი სხვა ვებ–გვერდის მსგავსად. ამ შემთხევევაში, ტექნიკური დეტალები ნაკლებმნიშვნელოვანია, მთავარი ეფექტია: ბრაუზერის მისამართის პანელში ბმული არასოდეს იცვლება. თუ თქვენ ოდესმე გიცდიათ ვინმესთვის ბმულის Google Map–ში გაგზავნა, გეცოდინებათ, რომ მისამართების პანელიდან ბმულის უბრალოდ კოპირება შეუძლებელია. ამის მაგივრად, თქვენ უნდა გამოიყენოთ Google-ის ერთერთი ფუნქცია: “Link to this page.” tenders.gov.ge მუშაობს როგორც Google Maps, “Link to this page” ფუნქციის გამოკლებით. ამგვარად, ძიების შედეგებისა თუ კონკრეტულ შესყიდვათა განცხადების ბმულის განთავსება აბსოლუტურად შეუძლებელია. საბედნიეროდ, არსებობს ამ პრობლემის მარტივი გადაწყვეტა: ვებ–გვერდს უნდა დაემატოს Google Map–ის მსგავსი ფუნქცია: “Link to this page.” აგრეთვე, tenders.gov.ge–ზე ძნელი არის არსებულ მონაცემთა “სრული ტექსტით” ძებნა. რადგანაც წინა პოსტში ჩვენ უკვე ავხსენით “სრული ტექსტით” ძებნის მნიშვნელობა, ამჯერად უბრალოდ ჩამოვთვლი მიზეზებს თუ რატომ არის რთული მისი განხორციელება ამ ვებ–გვერდზე:

  • tenders.gov.ge–ზე მნიშვნელოვანი ინფორმაციის უმეტსი ნაწილი (მაგალითად, ვინ გაიმარჯვა ტენდერში) PDF ფაილში არის მოცემული. ეს PDF ფაილები არ ჩანან ძებნის შედეგებში ზემოთ მოხსენებული ბმულის პრობლემის გამო.
  • ამ PDF ფაილების უმრავლესობა არის ხელმოწერილი დოკუმენტების დასკანერებული ასლები, რომელიც, თავისთავად, გამორიცხავს მათში “სრული ტექსტით” ძიებას. ხელმოწერები ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ მე ამ დოკუმენტების ხელმისაწვდომობას ვემხრობი. თუმცა, ყველა დასკანერებული დოკუმენტი თავდაპირველად კომპუტერში იყო შექმნილი, რაც ნიშნავს, რომ მათი მოძებნა შესაძლებელი უნდა იყოს. დოკუმენტთა ორიგინალები ასევე უნდა იყოს მოცემულნი.
  • ვებ–გვერდი არ იძლევა ფაილის მთლიანი გადმოტვირთვის საშუალებას.

უახლოეს მომავალში ჩვენ გამოვაქვეყნებთ დირექტივების ჩამონათვალს, რათა სახელმწიფო უწყებებს დავეხმაროთ მათი ვებ–გვერდების მაქსიმალური გამჭვირვალობისა და მონაცემების გამოყენებადობის მიღწევაში.

Author: დერეკ დოლერი