ENG

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ „ფლატრი“ – ონლაინ ინფორმაციის დაფინანსების სისტემა დანერგა თავის ვებ-გვერდზე

10 ივნისი, 2010

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ თავის ვებ-გვერდზე დანერგა „ფლატრი“. ეს არაა სოციალური ქსელის კიდევ ერთი სახეობა. ეს არის პირველი მცირე გადახდის სისტემა, რომელმაც შესაძლებელია კარგად იმუშაოს. ჩვენ ვართ მოხარულები, რომ ვნერგავთ და ხელს ვუწყობთ ამ იდეას სამხრეთ კავკასიაში და იმედი გვაქვს სხვებიც მოგვბაძავენ.

„ფლატრი“ დაარსდა შვეციაში. მისი დამაარსებელია პიტერ სანდი, რომელიც იყო ერთ-ერთი იმათგანი, ვინც შექმნა „ფაირათიბეის“ტორენტების პლათფორმა.

მოცემული ვიდეო ხსნის ამ მექანიზმის ძირითად იდეას:

„ფლატრი” მუშაობს შემდეგნაირად: ყველა მსურველს, მიუხედავად იმისა, ქმნის ის ვებ–გვერდის შინაარს თუ უბრალოდ „დახეტიალობს“ ვებ–გვერდებზე ან კითხულობს ბლოგებს, შეუძლია დარეგისტრირდეს „ფლატრში“ და გადაიხადოს თვეში 2-დან 20 ევრომდე თავის ანგარიშზე. ანგარიშსწორება შესაძლებელია როგორც „PayPal“-ით, რომელიც სამწუხაროდ საქართველოში ჯერ კიდევ არაა ხელმისაწვდომი, ისევე „Moneybookers“-ის გამოყენებით.

ვებ-გვერდების დათვალიერებისას თუ თქვენ რომელიმე ვებ–გვერდი ან მასზე განთავსებული სტატია მოგეწონათ, მარტივად შეგეძლებათ „ფლატრის“ ღილაკზე დაჭერით, მხარი დაუჭიროთ მის შემქმნელს. თვის ბოლოს, თანხა თქვენს ანგარიშზე გაიყოფა იმდენ ნაწილად, რამდენჯერაც თქვენ „ფლატრის“ ღილაკს დააჭირეთ და გადაუნაწილდება იმ ადამიანებს, რომელთა შექმნილი ვებ–გვერდები თუ დაწერილი სტატიები მოიწონეთ.

ეს მომსახურება ჯერ კიდევ დახურული საცდელი (Beta) ვერსიის სახით არსებობს, თუმცა მოსაწვევები ეგზავნებათ ადამიანებს, ვისაც მისი გამოყენების სურვილი აქვთ. წინა კვირეების განმავლობაში „ფლატრს“ დიდი ენთუზიაზმით შეხვდნენ ევროპული ქვეყნების ინტერნეტ სივრცეში, ბევრმა გერმანულმა წამყვანმა ბლოგმა და ასევე გერმანულმა გაზეთმა „die tageszeitung”დაიწყო ამ სისტემის გამოყენება.

ამ სისტემამ შეიძლება რაღაც სახის შემოსავალი მოუტანოს ბლოგერებს, დამოუკიდებელ ჟურნალისტებს, ხელოვანებს, აქტივისტებს და ინტერნეტ გამოცემებს, განსაკუთრებით საქართველოში, სადაც თითქმის არ არსებობს ინტერნეტ რეკლამირების ბაზარი.

თუმცა, ამ მიზნის მიღწევა შესაძლებელი გახდება მხოლოდ მაშინ, როდესაც მომხმარებელი გაანალიზებს, რომ სხვადასხვა გასართობი თუ რაიმე სახის ინფორმაცია ყოველთვის ვერ იქნება უფასო და რომ ამ სახის ვებ–გვერდებსაც სჭირდებათ ფინანსური ხელშეწყობა. განსაკუთრებით საქართველოში, ქვეყანაში, სადაც პირატული პროგრამების გამოყენების მაჩვენებელი ყველაზე მაღალია, შეიძლება დასჭირდეს გარკვეული დრო, რომ „ფლატრის“ იდეა მისაღები გახდეს.

მიუხედავად ამისა, ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ იდეას და ვიმედოვნებთ, რომ ახლო მომავალში, საჭირო მასალის შექმნის და მისი ონლაინ განთავსების სანაცვლოდ შესაძლებელი გახდება ფინანსური მხარდაჭერის მიღება.

 

Author: მატიას ჰუტერი