ENG

მედიის სექტორში ცვლილებები, როგორც პოლიტიკური ცვლილებების შედეგი

16 ოქტომბერი, 2012

ორი კვირაც არაა გასული 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მაგრამ პოლიტიკურ სინამდვილეში მომხდარი ცვლილებები უკვე აისახება საქართველოს ზედმეტად პოლიტიზირებულ სატელევიზიო სივრცეში მომხდარ სტრუქტურულ ცვლილებებზე. მაუწყებელთა მფლობელობის ბოლოდროინდელი ცვლილებები მიუთითებს, რომ სატელევიზიო გარემო კვლავ პოლარიზებული იქნება, რომელსაც აკონტროლებს ორივე პოლიტიკურ ძალასთან, როგორც მომავალი მთავრობა, ასევე ახალი ოპოზიცია, ასოცირებული პირები.

  • მეცხრე არხმა, რომლის 80% წილის მფლობელი მომავალი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მეუღლე ეკატერინე ხვედელიძეა, ხოლო დანარჩენ 20% ივანიშვილის ნათესავი კახა კობიაშვილი ფლობს, სიხშირული მაუწყებლობა 8 ოქტომბრიდან დაიწყო და ეხლა არხის მიღება ჩვეულებრივი ანტენის საშუალებითაც შეიძლება. სატელევიზიო არხი კომპანია სტერეოპლიუსის კუთვნილ ტექნიკურ ინფრასტრუქტურას და სიხშირეს იყენებს. თუმცა, როგორც ჩანს მეცხრე არხს არა აქვს ჯერ–ჯერობით საერთო სიხშირული მაუწყებლობის  ლიცენზია და ის დღესდღეობით უკანონოდ მაუწყებლობს. ცოტა ხნის წინ, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა  კომისიამ დააჯარიმა ეცხრე არხი სტერეოპლიუსი მეცხრე არხის სიხშირით გავრცელებისათვის და ეხლაც განაცხადა, რომ გამოიკვლევდა, არღვევდა თუ არა კომპანია კანონს. საქართველოს სამაუწყებლო რეგულაციები კრძალავს პოლიტიკური პარტიების ან საჯარო მოხელეების მფლობელობაში იყოს სამაუწყებლო ლიცენზიები, მაგრამ ეს აკრძალვა არ ეხება მათი ოჯახის წევრებს.
  • ბათუმში პოპულარული ადგილობრივი სატელევიზიო არხი, 25–ე არხი მისმა დამაარსებლებმა 25 სექტემბერს, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გაყიდეს, თუმცა ამის შესახებ ფართო საზოგადოებამ უკვე არჩევნების შემდეგ შეიტყო. ტელევიზიის მფლობელები ეხლა არიან ჯემალ ვერძაძე 50% წილით და ლევან ქარდავა, რომელიც დანარჩენ 50% ფლობს. ქარდავა 1 ოქტომბერს სამეგრელოში წალენჯიხის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატად აირჩიეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან. ის ასევე კომპანია “მაგანა 2004” მფლობელია და კონსულტანტია SGI Sustainable Growth Investments –ში.  მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ვინმე ლევან ქარდავა შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა, მაგრამ შესაბამისი ქონების დეკლარაციის არ არსებობის გამო, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” ვერ შეძლო გაერკვია არის თუ  არა ეს ის პიროვნება, რომელიც 25–ე არხის მფლობელია.
  • კერძო ტელეკომპანია“იმედმა”, 6 ოქტომბერს რამდენიმე პოპულარული გასართობი გადაცემა დახურა. ტელევიზიის განცხადებით მაუწყებელი საინფომაციო ფორმატზე გადადის.
  • შემოსავლების სამსახურისა  და თავდაცვის სამინისტროს ყოფილმა უფროსმა დავით კეზერაშვილმა საქართველოს ყველაზე დიდი კერძო ტელეარხის “რუსთავი 2”–ის  40% იყიდა. კეზერაშვილი და მისი პარტნიორები ასევე ფლობენ წილებს ენერგოსექტორში (გალფი და კომპანია, რომელიც ლუკოილ საქართველოს ემსახურება), საქართველოს ლატარეასა და სარეკლამო სექტორში. რუსთავი 2–ის წილი ლევან ყარამანიშვილმა გაყიდა. ის ასევე მობილური ოპერატორის ბილაინის დამაარსებელია და ჩართულია ინტერნეტ პროვაიდერის კავკაზუს ონლაინის ბიზნესში. ლევან ყარამანაშვილი ამ კომპანიების მფლობელების წარმომადგენელია, თავის მხრივ მფლობელები  ოფშორული კომპანიებს არიან ამოფარებულები. კეზერაშვილმა “რუსთავი 2”  სიმბოლურ 500 000 ამერიკულ დოლარად იყიდა. (“რუსთავი 2”–ის 2011 წლის ბრუნვა 39 მილიონი ლარი/ 25 მილიონი ამერიკული დოლარი იყო). კეზერაშვილმა ასევე ტელეკომპანია “მზის” 50%  წილი 250 000 ამერიკულ დოლარად იყიდა. 10 ოქტომბერს კეზერაშვილმა “რუსთავი 2” და “მზის” წილები გიორგი ყარამანაშვილს იმავე ფასად მიყიდა, რა ფასიც თვითონ გადაიხადა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გიორგი ყარამანიშვილი პრეზიდენტ სააკაშვილის ახლო მეგობარია.
  • შეიძლება აქტუალური გახდეს “რუსთავი 2”–ის და” მზის”  მათი ყოფილი მფლობელებისთვის დაბრუნების საკითხი. “რუსთავი 2”–ის დამაარსებლები, დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე, აცხადებენ, რომ ისინი იძულებულნი იყვნენ ტელეარხზე კონტროლი 2004 წელს დაეთმოთ. იგივეს აცხადებს ქიბარ ხალვაში, რომელსაც ტელეარხი 2007 წლამდე ეკუთვნოდა, სანამ იმდროინდელ ხელისუფლებასთან უთანხმოება არ მოუვიდა.
  • ტელეკომპანია “მზის” უკან დაბრუნებას ითხოვს ასევე მისი დამფუძნებელი ვანო ჩხარტიშვილი, რომელიც ედუარდ შევარდნაძის მთავრობის ერთ–ერთი მინისტრი იყო. ვარდების რევოლუციის შემდეგ  ის ლონდონში ცხოვრობდა. ვანო ჩხარტიშვილი აცხადებს, რომ მას უკანონოდ წაართვეს ტელეარხი. media.ge ინფორმაციით, 9 ოქტომბერს ვანო ჩხარტიშვილმა გურიის ადგილობრივი ტელეარხი “გურია ტვ” მფლობელობა აღიდგინა. სექტემბრის ბოლოს ჩხარტიშვილმა ახალი ონლაინ გამოცემა mzera.tv შექმნა.
  • რეალ ტვ–მ, რომელიც მხოლოდ თბილისში მაუწყებლობს და სააკაშვილის მთავრობას აქტიურად უწევდა პროპაგანდას, ფინანსური პრობლემების გამო შეწყვიტა ახალი ამბების გამოშვება. media.ge განცხადებით, რეალ ტვ შეიძლება ახალ საინფორმაციო არხად გარდაიქმნეს.
  • 5 ოქტომბერს ტელეკომპანია მაესტროს და საკაბელო ოპერატორ გლობალ ტვ აცნობეს, რომ ყადაღა სატელიტურ თეფშებზე (ტელევიზიის 38, 000 და საკაბელოს 100 000 სატეილიტური თეფში), რომელიც ამომრჩეველთა მოსყიდვისა და პოლიტიკური პარტიისათვის უკანონო შენატანის ბრალდებით დაედო, მოეხსნა. არჩევნების მეორე დღეს, 2 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მთავარი პროკურატურის მიერ კომპანიების ქონებას ყადაღა მოეხსნა.
  • ყოველკვირეულმა ჟურნალმა „ტაბულამ“ განცხადება გაავრცელა საქმიანობის სატელევიზიო სფეროში გაფართოებასთან დაკავშირებით. 12 ოქტომბერს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ თანხმობა მისცა ტელეკომპანია „საქართველოს“ კუთვნილი სამაუწყებლო ლიცენზიის “ტაბულას” გამომცემი „სამოქალაქო განვითარების ფონდისათვის“ გადაცემაზე. ტელეკომპანია „საქართველო“ თავდაცვის სამინისტროსთან იყო ასევე დაკავშირებული. ჟურნალის დამფუძნებულია მისივე გამომცემელი თამარ ჩერგოლეიშვილი, რომელიც ეროვნული უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის გიგა ბოკერიას მეუღლე გახლავთ.
  • 14 ოქტომბერს ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მაუწყებლებისათვის მორიგი ფინანსური ამნისტიის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა, რომლითაც სავარაუდოდ ყველაზე მეტად “იმედი” და “რუსთავი 2” ისარგებლებს.
  • საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა პოლიტიკური თემატიკის ორი გადაცემა დახურა და მათი თანამშრომლები გაათავისუფლა.
  • 15 ოქტომბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის რუსულენოვანი არხის PIK-ის ჟურნალისტებმა საღამოს ათ საათიან საინფორმაციო გადაცემაში დუმილით გააპროტესტოს, რომ ხელმძღვანელობის მიერ არ მოხდა ხელფასების გასტუმრება და ტელევიზიის ხარჯების გადახდა. რამდენიმე დღის წინ არხის სატელიტური სიგნალიც გაითიშა  Hotbird თანამგზავრიდან. საინფორმაციო გამოცემის წამყვანმა იკითხა:“დაიხურება ტელევიზია და რატომ არ არის ჩვენი ხელფასები გადახდილი? რატომ დაიხარჯა საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული ბიუჯეტი დროზე ადრე? რაში დაიხარჯა მთელი წლისათვის გაწერილი თანხა“. არხის რეპორტიორებმა ამ კითხვებს დუმილით უპასუხეს. მეორე დღეს PIK-ის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ გასული თვის ხელფასი გადარიცხულია.

 

--

პროგრამა G-MEDIA USAID–ის მეშვეობით გადმოცემული ამერიკელი ხალხის დახმარებით ხორციელდება. ანგარიშის შინაარსი და მასში გამოთქმული მოსაზრებები „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ეკუთვნის და ა.შ.შ.–ის მთავრობის, USAID–ის ან IREX–ის პოზიციას არ გამოხატავს.

USAIDIREX Georgia

Author: საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო
Media