მაჟორიტარი კანდიდატების სამეწარმეო საქმიანობა და პოლიტიკური შემოწირულობები – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“
ამომრჩევლების ინფორმირების მიზნით „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ამჯერად წარმოგიდგენთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციური ბლოკის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ მიერ წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატების სამეწარმეო საქმიანობასა და პოლიტიკურ შემოწირულობებს.
ამ ბლოკში სულ 5 სუბიექტია („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „პროგრესი და თავისუფლება“, „სახელმწიფო ხალხისთვის“, „რესპუბლიკური პარტია“ და „ევროპელი დემოკრატები“) გაერთიანებული, თუმცა მხოლოდ სამი პარტიის კანდიდატები იყრიან კენჭს მაჟორიტარულ არჩევნებში: „ნაციონალური მოძრაობიდან” - 20; პარტიიდან „პროგრესი და თავისუფლება“ - 4; და 1 კანდიდატი წარმოადგენს პარტიას „სახელმწიფო ხალხისთვის“.
პირველი მსგავსი კვლევა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარ კანდიდატებს ეძღვნებოდა, მომავალში ასევე ვგეგმავთ საზოგადოების ინფორმირებას სხვა პარტიების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების შესახებ.
ჩვენ შევისწავლეთ მაჟორიტარი კანდიდატების და მათი ოჯახის წევრების ბიზნეს საქმიანობა, მათი კომპანიების მონაწილეობა სახელმწიფო ქონების პრივატიზაციასა და სახელმწიფო შესყიდვებში 2012 წლიდან 2020 წლის 15 სექტემბრამდე, ამ პირების და მათი ბიზნესპარტნიორების პოლიტიკური შემოწირულობები და კანდიდატად წარდგენილი ყოფილი თანამდებობის პირების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები.
ძირითადი მიგნებები:
- „გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშიას“ მიერ წარდგენილი 25 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატიდან 16 ჩართულია სამეწარმეო საქმიანობაში (13 – თავად, ხოლო 3-ის მხოლოდ ოჯახის წევრი). ეს 16 კანდიდატი, მთლიანობაში, სხვადასხვა ფორმით, დაკავშირებულია 113 კომპანიასთან. თუმცა, ამ კომპანიების ნახევარი (56) დაკავშირებულია მხოლოდ 2 მაჟორიტარ კანდიდატთან: კახაბერ ოქრიაშვილთან და ცეზარ ჩოჩელთან.
- 17 კანდიდატს, მათ ოჯახის წევრებს და ბიზნეს პარტნიორებს 2012-2020 წლებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“ 621,987 ლარი აქვთ შეწირული, საიდანაც 285,302 ლარი 12 კანდიდატის პირადი შემოწირულობაა. პარტიის 5 ყველაზე მსხვილი შემომწირველია (ოჯახისა და ბიზნესპარტნიორების ჩათვლით): ცეზარ ჩოჩელი – 134,000 ₾, კახაბერ ოქრიაშვილი – 90,000 ₾, დავით კირკიტაძე – 77,000 ₾, ნანუკა ჟორჟოლიანი – 62,500 ₾ და ხატია დეკანოიძე - 52,000 ₾.
- 8 კანდიდატი (პირადად ან მათი გარემოცვა) სხვა პარტიის შემომწირველიცაა: „ქართული ოცნება“ – 757 780 ₾ (კახაბერ ოქრიაშვილი - 388,000 ₾, როლანდ ფიფია - 175,000 ₾, ცეზარ ჩოჩელი - 69,780 ₾, დილარ ხაბულიანი - 65,000 ₾, მანუჩარ კვირკველია - 60,000 ₾); ცეზარ ჩოჩელი (დამოუკიდებელი კანდიდატი) – 145,000 ₾ (კახაბერ ოქრიაშვილი - 85,000 ₾, ცეზარ ჩოჩელი - 60,000 ₾); „პატრიოტთა ალიანსი“ – 113,500 ₾ (ნატო ჩხეიძე); „სახელმწიფო ხალხისთვის“ – 2,398 ₾ (ლევან ხაბეიშვილი - 1,898 ₾, ნატო ჩხეიძე - 500 ₾); „ევროპული საქართველო“ – 2,000 ₾ (ვაჟა ჩიტაშვილი).
- მაჟორიტარობის 7 კანდიდატთან ამჟამად დაკავშირებულ კომპანიებს სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის ისტორია აქვთ. აქედან 2 კანდიდატთან (კახაბერ ოქრიაშვილი და ცეზარ ჩოჩელი) დაკავშირებულმა კომპანიებმა 2011-2020 წლებში ტენდერებითა და გამარტივებული შესყიდვების გზით 95.5 მილიონ ლარზე მეტი მიიღეს. დანარჩენ 5 კანდიდატთან დაკავშირებულმა კომპანიებმა კი – 186,711 ₾. ეს კანდიდატები არიან: გრიგოლ ვაშაძე, კახა გეწაძე, გიორგი კაპანაძე, ნატო ჩხეიძე და დილარ ხაბულიანი.
- კახაბერ ოქრიაშვილსა და ცეზარ ჩოჩელთან დაკავშირებული კომპანიები ასევე არიან სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარები. კანდიდატებთან დაკავშირებულ 3 კომპანიას სახელმწიფო პროგრამიდან გარკვეული თანადაფინანსება აქვს მიღებული 30,306,480 ლარის ღირებულების საერთო ინვესტიციაზე.
- მხოლოდ 1 კანდიდატი, ბონდო თევდორაძე არ ეწევა სამეწარმეო საქმიანობას და არ განუხორციელებია პოლიტიკური შემოწირულობა.
წარდგენილი 25 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატიდან 6 მოქმედი ან ყოფილი თანამდებობის პირია, რომლებსაც 2019-2020 წლებში მოუწიათ ქონებრივი დეკლარაციის შევსება: ბადრი ბასიშვილი, კახაბერ ოქრიაშვილი, ნატო ჩხეიძე, აზერ სულეიმანოვი, ნიკანორ მელია და მიშა ბოლქვაძე. დარღვევები გამოვლინდა მხოლოდ ერთ დეკლარაციაში:
- ნატო ჩხეიძემ 2019 წელს შევსებულ დეკლარაციაში სრულად და სწორად არ ასახა მისი მეუღლის საკუთრებაში არსებული კომპანიები.
გასათვალისწინებელია, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მოკლებულია შესაძლებლობას, შეამოწმოს, არის თუ არა კვლევაში ნახსენები კომპანიები აქტიური, რადგან ამ მიზნისთვის საჭირო ინფორმაცია წარმოადგენს საგადასახადო საიდუმლოებას.
თბილისის საარჩევნო ოლქები:
ნიკანორ მელია
გლდანის მაჟორიტარი კანდიდატი
ამჟამად: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე
წარსულში: პარლამენტის წევრი 2016-2019 წლებში
ნიკანორ მელია არ არის ჩართული სამეწარმეო საქმიანობაში. მან 2018 წელს 30,000 ლარი შესწირა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.
ლევან ხაბეიშვილი
სამგორის მაჟორიტარი კანდიდატი
ამჟამად: თბილისის საკრებულოს წევრი
ლევან ხაბეიშვილი ინდივიდუალური მეწარმეა. მან 2016 წელს „მოძრაობას - სახელმწიფო ხალხისთვის“ 1,898 ლარი შესწირა, ხოლო 2018-19 წლებში „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ – 21,999 ლარი.
ხატია დეკანოიძე
ისნის მაჟორიტარი კანდიდატი
წარსულში: საქართველოს განათლების მინისტრი 2012 წელს, შსს აკადემიის რექტორი 2007-2012 წლებში
ხატია დეკანოიძე არ არის ჩართული სამეწარმეო საქმიანობაში. ის აქტიური პოლიტიკური შემომწირველია, 2018-20 წლებში მან „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ჯამში 52,000 ლარი შესწირა.
რეგიონული საარჩევნო ოლქები:
გიორგი ბოტკოველი
თელავის, ახმეტის, ყვარლის და ლაგოდეხის მაჟორიტარი კანდიდატი
წარსულში: კახეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე
გიორგი ბოტკოველი არ არის ჩართული სამეწარმეო საქმიანობაში. მან 2013-20 წლებში „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 23,500 ლარი შესწირა.
ლევან ბეჟაშვილი
გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მაჟორიტარი კანდიდატი
წარსულში: საქართველოს პარლამენტის წევრი 2004-2008 და 2012-2016 წლებში, კახეთის გუბერნატორი 2008 წელს, საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე 2008-2012 წლებში
ლევან ბეჟაშვილი არ არის ჩართული სამეწარმეო საქმიანობაში. მან 2013-20 წლებში „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 25,603 ლარი შესწირა. მისმა მეუღლემ, ესმა არღვლიანმა 2019-2020 წლებში ამავე პარტიას 3,500 ლარი შესწირა, ხოლო შვილმა, ალექსანდრე ბეჟაშვილმა 2020 წელს ჯამში 3,000 ლარი შეიტანა პარტიის ანგარიშზე.
გრიგოლ ვაშაძე
ქუთაისის მაჟორიტარი კანდიდატი
ამჟამად: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე
წარსულში: საგარეო საქმეთა მინისტრი 2008-2012 წლებში, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი 2008 წელს
გრიგოლ ვაშაძე პირადად არ არის ჩართული სამეწარმეო საქმიანობაში. მისი მეუღლე ნინო ანანიაშვილი ფლობს წილებს 2 კომპანიაში და არის ინდივიდუალური მეწარმე:
კომპანია | წილი |
40% | |
50% | |
- |
2013-2016 წლებში შპს „NINA ANANIASHVILI & WINE ART-ს“ კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსგან მიღებული აქვს 3 მცირე პირდაპირი შესყიდვის კონტრაქტი საერთო ღირებულებით 3,907 ლარი.
ნანუკა ჟორჟოლიანი
სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მაჟორიტარი კანდიდატი
ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი ჩართულია სამეწარმეო საქმიანობაში და ფლობს 3 კომპანიის წილებს ან/და იკავებს დირექტრის პოზიციას:
კომპანია | წილი |
70% / დირექტორი | |
შპს „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ“ | 100% / დირექტორი |
შპს „სუპერ ბორდი“ | 5% |
ნანუკა ჟორჟოლიანს მიჰყავს სატელევიზიო გადაცემა ტელეკომპანია „მთავარ არხზე“. შპს „მთავარი არხის“ 40%-ს ფლობს საარჩევნო ბლოკ „ძალა ერთობაშიას“ მიერ დასახელებული კიდევ ერთი მაჟორიტარი კანდიდატის ნატო ჩხეიძის მეუღლე ზაზა ოქუაშვილი.
ნანუკა ჟორჟოლიანი თავად არ არის პოლიტიკური შემომწირველი. მისმა ბიზნესპარტნიორმა, შპს „სუპერ ბორდის“ 5%-ის მფლობელმა კახაბერ ანჯაფარიძემ 2012 წელს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 2,500 ლარი შესწირა. ამავე კომპანიის 5%-ის მფლობელმა იზაბელა გუტიძემ 2012 წელს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 60,000 ლარი შესწირა.
კახა გეწაძე
ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონის და ბაღდათის მაჟორიტარი კანდიდატი
წარსულში: ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატი 2008-2012 წლებში; ზესტაფონის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე 2014-2017 წლებში
კახა გეწაძე და მისი მეუღლე იანა ვიბლიანი ჩართული არიან სამეწარმეო საქმიანობაში და 7 კომპანიაში ფლობენ წილებს:
პიროვნება | კომპანია | წილი |
კახა გეწაძე | შპს „კერკეტი“ | 100% / დირექტორი |
შპს „აპოგეუმი“ | 100% | |
შპს „მნპრო“ | 100% | |
იანა ვიბლიანი | შპს „LITTLE STARS“ | 50% |
შპს „თრეველ ვორლდ“ | 50% | |
შპს „თრეველ ვორლდ ჯორჯია“ | 100% / დირექტორი | |
შპს „თრეველ ვორლდ თბილისი“ | 100% / დირექტორი |
იანა ვიბლიანის კომპანიამ შპს „LITTLE STARS-მა“ 2012 წელს 3,793 ლარის ღირებულების 1 პირდაპირი შესყიდვის კონტრაქტი მიიღო; შპს „თრეველ ვორლდს“ 2017-2018 წლებში პირდაპირი შესყიდვის 2 კონტრაქტი აქვს გაფორმებული საერთო ღირებულებით 78,425 ლარი; შპს „თრეველ ვორლდ ჯორჯიას“ კი 2018-2019 წლებში პირდაპირი შესყიდვის 3 მცირე კონტრაქტი აქვს მიღებული საერთო ღირებულებით 5,650 ლარი.
კახა გეწაძემ 2018 წლის აგვისტოში ზესტაფონის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის სტატუსით შევსებულ დეკლარაციაში სრულად არ გაასაჯაროვა მისი და მისი მეუღლის კომპანიები. გარდა ამისა, მან თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში კომპანიების მართვის უფლება არ გადასცა სხვა პირს, რაც ინტერესთა შეუთავსებლობის კანონმდებლობის დარღვევაა.
გიორგი კაპანაძე
საჩხერის, ჭიათურის და ხარაგაულის მაჟორიტარი კანდიდატი
გიორგი კაპანაძე არის შპს „ინტერნეტ მედია ჯგუფის“ (წარსულში – შპს „დრონი.ჯი„) დირექტორი და 100%-ის მფლობელი. ეს კომპანია ფლობს 100%-იან წილს კომპანიაში შპს „კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფი“, რომელშიც გიორგი კაპანაძე ასევე იკავებს დირექტორის პოზიციას.
შპს „ინტერნეტ მედია ჯგუფს“ 2014-19 წლებში 6 მცირე ღირებულების გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტი გაუფორმდა საერთო ღირებულებით 11,500 ლარი. შპს „კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფმა“ კი 2012 წელს 5,600 ლარის 5 გამარტივებული შესყიდვა მიიღო.
გიორგი კაპანაძემ 2020 წელს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 300 ლარი შესწირა.
მალხაზ ჯალაღონია
ზუგდიდის მაჟორიტარი კანდიდატი
ექიმი მალხაზ ჟალაღონია არის შპს “ექსპრეს მედიკალის” დირექტორი.
როლანდ ფიფია
წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მარტვილისა და აბაშის მაჟორიტარი კანდიდატი
წარსულში: წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატი 2008-2012 წლებში
როლანდ ფიფია ჩართულია სამეწარმეო საქმიანობაში. ის 4 კომპანიაში ფლობს წილებს ან/და იკავებს დირექტორის პოზიციას.
კომპანია | წილი/პოზიცია |
შპს „ჯეოხიმი“ | 17% |
შპს „როგი“ | 50% / დირექტორი |
შპს „როგი+“ | 100% / დირექტორი |
შპს „რუსკაპიტალგრუპ“ | დირექტორი |
ფიფიას ბიზნესპარტნიორმა, შპს „ჯეოხიმის“ დირექტორმა და 50%-ის მფლობელმა დავით ინაურმა 2016-2019 წლებში „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ 175,000 ლარი შესწირა. ამავე კომპანიის 17%-ის მფლობელმა ჭაბუკი ნოზაძემ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 2012 წელს 5,000 ლარი შესწირა.
მურთაზ ზოდელავა
ფოთის, სენაკისა და ხობის მაჟორიტარი კანდიდატი
წარსულში: საქართველოს პარლამენტის წევრი 2008-2009 წლებში; საქართველოს მთავარი პროკურორი 2010-2012 წლებში
მურთაზ ზოდელავა თავად არ არის დაკავებული სამეწარმეო საქმიანობით. მისი მეუღლე მაია მუმლაძე 4 კომპანიასთან არის დაკავშირებული:
კომპანია | წილი / პოზიცია |
სპს „ლიჩელი და პარტნიორები“ | დამფუძნებელი/დირექტორი |
33% | |
5% | |
შპს „იჯის ფაინანსის“ | შპს „legal consulting and services“ არის კომპანიის 50%-ის მფლობელი |
მაია მუმლაძემ 2018-2020 წლებში „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 15,300 ლარი შესწირა. მისმა ბიზნესპარტნიორმა, შპს „legal consulting and services“ დირექტორმა და 25%-ის მფლობელმა დიმიტრი ძაგნიძემ 2016 წელს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 4,925 ლარი შესწირა. ამავე კომპანიის 25%-ის მფლობელმა გიორგი ჩივიაშვილმა 2016 წელს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 5,000 ლარი შესწირა. კომპანიის 5%-ის მფლობელმა ბექა ბასილიამ კი 2018 წელს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 10,000 ლარი შესწირა. შპს „იჯის ფაინანსის“ დირექტორმა და 50%-ის მფლობელმა, შირიმი ვეკუამ 2016 წელს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 3,460 ლარი შესწირა.
ჯამში მაია მუმლაძემ და მისმა ბიზნესპარტნიორმებმა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 38,685 ლარი შესწირეს.
ბადრი ბასიშვილი
გორისა და კასპის მაჟორიტარი კანდიდატი
ამჟამად: საქართველოს პარლამენტის წევრი
წარსულში: საქართველოს პარლამენტის წევრი 2008-2012 წლებში
ბადრი ბასიშვილი არ არის ჩართული სამეწარმეო საქმიანობაში. 2012-2020 წლებში მან „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ჯამში 35,000 ლარი შესწირა.
ლევან ვარშალომიძე
ბათუმის მაჟორიტარი კანდიდატი
წარსულში: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე
ლევან ვარშალომიძე ფლობს შპს „LV&PARTNERS”-ის 51%-ს. ასევე, 2018 წელს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრის სტატუსით შევსებული დეკლარაციის მიხედვით, მის საკუთრებაშია თურქეთში რეგისტრირებული შპს „LV PARTNERS DANISMANLIK”-ის 100%.
ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატმა 2013 წელს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 5,000 ლარი შესწირა.
მიშა ბოლქვაძე
ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მაჟორიტარი კანდიდატი
ამჟამად: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-ქრისტიან კონსერვატორების“ თავმჯდომარე
მიშა ბოლქვაძე არ არის ჩართული სამეწარმეო საქმიანობაში. 2016 წელს მან „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 1,800 ლარი შესწირა.
დავით კირკიტაძე
რუსთავისა და გარდაბნის მაჟორიტარი კანდიდატი,
წარსულში: ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი, საქართველოს პარლამენტის წევრი 2004-2008 წლებში
დავით კირკიტაძე არ არის ჩართული სამეწარმეო საქმიანობაში. მან 2015-20 წლებში „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 77,000 ლარი შესწირა.
აზერ სულეიმანოვი
მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი კანდიდატი
ამჟამად: საქართველოს პარლამენტის წევრი
წარსულში: საქართველოს პარლამენტის წევრი 1999-2004 და 2008-2020 წლებში, ქვემო ქართლის გუბერნატორი 2004-2008 წლებში
აზერ სულეიმანოვი არ არის ჩართული სამეწარმეო საქმიანობაში. მან 2014-2017 წლებში „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 8,100 ლარი შესწირა.
ვაჟა ჩიტაშვილი
ახალციხის, ბორჯომის, ადიგენისა და ასპინძის მაჟორიტარი კანდიდატი
წარსულში: ახალციხის მაჟორიტარი დეპუტატი 2012-2016 წლებში
ვაჟა ჩიტაშვილი არის შპს „ნარდის“ დირექტორი. მისი მეუღლე მარინა ზაქროშვილი კი ფლობს აღნიშნული კომპანიის 24%-ს და შპს „სტომატოლოგის“ 7%-ს.
ვაჟა ჩიტაშვილმა 2016 წელს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 5,000 ლარი შესწირა, 2018-ში „ევროპულ საქართველოს - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ – 2,000 ლარი.
მელიქ რაისიანი
ახალქალაქისა და ნინოწმინდის მაჟორიტარი კანდიდატი
წარსულში: საქართველოს პარლამენტის წევრი 1995-2008 წლებში
მელიქ რაისიანი არის შპს „ალექს იმპორტ კომპანიის“ 100%-იანი მფლობელი და დირექტორი. მისი შვილი კარლოს რაისიანი კი ინდ. მეწარმეა.
ნატო ჩხეიძე
ხაშურისა და ქარელის მაჟორიტარი კანდიდატი
პარტია: „მოძრაობა - სახელმწიფო ხალხისთვის“
ამჟამად: საქართველოს პარლამენტის წევრი, „მოძრაობა - სახელმწიფო ხალხისთვის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე
წარსულში: საქართველოს პარლამენტის წევრი 1999-2004 წლებში
2016 წელს ნატო ჩხეიძე „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ სიით შევიდა საქართველოს პარლამენტში, ხოლო მისი მეუღლე ზაზა ოქუაშვილი ამავე პარტიის სიით აჭარის უმაღლეს საბჭოში. ნატო ჩხეიძე პირადად სამეწარმეო საქმიანობაში ჩართული არ არის, თუმცა, ზაზა ოქუაშვილი 8 კომპანიის წილებს ფლობს:
კომპანია | წილი | დამატებითი ინფორმაცია |
შპს „დელტა“ | 50% | – |
შპს „ბენმონტი-BENMONT“ | 100% | კომპანიამ 2019 წელს ერთი 600 ლარიანი პირდაპირი შესყიდვის კონტრაქტი მიიღო.
კომპანია ფლობს 100%-იან წილს კომპანიაში შპს „იბერია-TV“, რომელმაც 2017 და 2018 წელს გაიმარჯვა სატელევიზიო საეთერო დროის შესყიდვის კონსოლიდირებულ 2 ტენდერში, სხვა კომპანიებთან ერთად. კონსოლიდირებული ტენდერების ფარგლებში მას გაუფორმდა 14 კონტრაქტი, საერთო ღირებულებით 34,205 ლარი. გარდა ამისა, 2018 წელს კომპანიას გაუფორმდა პირდაპირი შესყიდვის კიდევ 4 მცირე კონტრაქტი საერთო ღირებულებით 5,831 ლარი. |
შპს „მონტე“ | 100% | – |
შპს „ომეგა მოტორ ჯგუფი“ | 100% | კომპანიამ 2016-2019 წლებში მიიღო პირდაპირი შესყიდვის 4 კონტრაქტი საერთო ღირებულებით 32,420 ლარი. |
შპს „მატრიქსი“ | 100% | კომპანია ფლობს 100%-იან წილს კომპანიაში შპს „კარდუ“ |
შპს „BGIM LTD“ | - | დიდ ბრიტანეთში რეგისტრირებული კომპანია |
ნატო ჩხეიძეს 2019 წლის დეკემბერში შევსებულ ბოლო დეკლარაციაში, არ ჩაუწერია მისი მეუღლის საკუთრებაში არსებული კომპანიები და ამ კომპანიებთან დაკავშირებული (შვილობილი) საწარმოები. იგივე დარღვევები აქვს ზაზა ოქუაშვილს აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრის რანგში შევსებულ ბოლო ქონებრივ დეკლარაციაში. გარდა ამისა, ზაზა ოქუაშვილს უმაღლესი საბჭოს წევრობისას კომპანიებში მისი წილის მართვის უფლება არ ჰქონდა სხვა ადამიანისთვის გადაცემული, რაც კანონდარღვევაა.
ზაზა ოქუაშვილის ოთხმა კომპანიამ და მისმა ერთმა ბიზნესპარტნიორმა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“ რამდენიმე დღის განმავლობაში 110,000 ლარი შესწირეს:
შეწირვის თარიღი | შემომწირველი და შეწირული თანხა |
2016 წლის 20 ივლისი | შპს „მონტე“ – 15,000 ლარი |
შპს „ვესტა“ (ამჟამად „ომეგა მოტორ ჯგუფი“) – 35,000 ლარი | |
შპს „მატრიქსი“ – 30,000 ლარი | |
2016 წლის 22 ივლისი | შპს „კარდუ“ – 15,000 ლარი |
2016 წლის 25 ივლისი | შპს „ომეგა მოტორ ჯგუფის“დირექტორის დავით ფანქველაშვილის კომპანია შპს „სკალინი“ – 15,000 ლარი |
ნატო ჩხეიძემ 2020 წელს 500 ლარი შესწირა „მოძრაობას - სახელმწიფო ხალხისთვის“. 2016 წელს ზაზა ოქუაშვილის ბიზნესპარტნიორმა, კონსტანტინე ვაშაყმაძემ „პატრიოტთა ალიანსს“ 3,500 ლარი შესწირა .
ზაზა ოქუაშვილის მიერ დაფუძნებული კომპანიები შპს „BGIM LTD“ (დიდი ბრიტანეთი), შპს „მონტე“, შპს „ომეგა მოტორ ჯგუფი“, შპს „მატრიქსი“ და შპს „ბენმონტი-BENMONT“ ფლობენ შპს „მთავარი არხის“ 39.8%-ს. გარდა ამისა, მაგული ხარებავას საკუთრებაში არსებული 0.2%-ის მმართველიც შპს „BGIM LTD“-ია.
მანუჩარ კვირკველია
ოზურგეთი, ჩოხატაური და ლანჩხუთის მაჟორიტარი კანდიდატი
პარტია: „პროგრესი და თავისუფლება“
წარსულში: ოლიმპიური ჩემპიონი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, ჭიდაობის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი
მანუჩარ კვირკველია ჩართულია სამეწარმეო საქმიანობაში და ფლობს 5 კომპანიის წილებს ან/და იკავებს დირექტორის პოზიციას:
კომპანია | წილი/პოზიცია |
შპს „ევროპა ინთერთეიმენთ“ | 33.34% / დირექტორი |
შპს „ბოკი“ | 20% |
შპს „ნ13“ | 100% |
შპს „ბონდი დეველოპმენტი“ | 30% |
შპს „ნიუ ალიანსი“ | 50% |
მანუჩარ კვირკველია თავად არ არის პოლიტიკური შემომწირველი. შპს „ბოკის“ 20%-ის მფლობელმა ალექსი მოდებაძემ 2016 წელს 60,000 ლარი შესწირა „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“.
კახაბერ ოქრიაშვილი
ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი კანდიდატი
პარტია: „პროგრესი და თავისუფლება“
ამჟამად: საქართველოს პარლამენტის წევრი, პარტია „პროგრესი და თავისუფლების“ თავმჯდომარე
კახაბერ ოქრიაშვილი პირველად დმანისის მაჟორიტარი დეპუტატი 2004 წელს გახდა როგორც საინიციატივო ჯგუფის წარდგენილი დამოუკიდებელი კანდიდატი. 2008 და 2012 წლების საპარლამენტო არჩევნებზე ის დმანისის მაჟორიტარობის კანდიდატად მაშინდელმა მმართველმა პარტიამ, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ წარადგინა, ხოლო 2016 წელს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი იყო.
კახაბერ ოქრიაშვილი ჩართულია სამეწარმეო საქმიანობაში. ის, მისი მეუღლე ლინა თოფურია, შვილი გიორგი ოქრიაშვილი და ძმა ვაჟა ოქრიაშვილი 33 კომპანიასთან არიან დაკავშირებული, რომლებმაც 2011-2020 წლებში 77.8 მილიონ ლარზე მეტი სახელმწიფო შესყიდვები მიიღეს:
კახაბერ ოქრიაშვილი | ||
კომპანია | წილი | დამატებითი ინფორმაცია |
შპს „პსპ ფარმა“ | 95% | 2012-2020 წლებში კომპანიამ მოიგო 50 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 900-ზე მეტი სახელმწიფო ტენდერი; კომპანიამ ასევე მიიღო 12 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 2827 პირდაპირი კონტრაქტი. |
შპს „ჯეომედ Geomed“ | 25% | 2011-2020 წლებში კომპანიამ მოიგო 1,322,775 ლარის ღირებულების 17 სახელმწიფო ტენდერი და მიიღო 104,895 ლარის ღირებულების 7 პირდაპირი კონტრაქტი. |
შპს „სანიმედი“ | 100% | – |
შპს „აქსა მედიქალ“ | 100% | – |
შპს „სპორტს საიენს ჯორჯია“ | 100% | კომპანიის დირექტორია მისი შვილი, გიორგი ოქრიაშვილი. |
შპს „ალფა“ | 100% | – |
შპს „პატრია მედიკა“ | 100% | – |
შპს „მანდარინი“ | 100% | – |
შპს „PSP“ | 59% | – |
შპს „ჯისითი ინჟინერინგი“ | 37.5% | – |
ლინა თოფურია (მეუღლე) | ||
კომპანია | წილი | დამატებითი ინფორმაცია |
შპს „ჯი-ემ-პი“ | 100% | 2013 და 2015 წელს კომპანიამ მოიგო 3,392,685 ლარის ღირებულების 2 მსხვილი სახელმწიფო ტენდერი; 2015 წელს კი მიიღო 116,478 აშშ დოლარის ღირებულების 1 პირდაპირი კონტრაქტი. კომპანია ფლობს წილებს სს „Fargona dari-darmon-ში“ |
„დახურული სააქციო საზოგადოება ეგის ფარმაცეუტიკალს წარმომადგენლობა საქართველოში“ | დირექტორი | – |
შპს „ლინატი“ | დირექტორი / 100% | – |
გიორგი ოქრიაშვილი (შვილი) | ||
კომპანია | წილი | დამატებითი ინფორმაცია |
შპს „დრაგონფლაი“ | 50% | – |
შპს „გოლდენ ფოქსი“ | დირექტორი / 100% | – |
ვაჟა ოქრიაშვილი (ძმა) | ||
შპს „ლუქსი პროვაიდერი“ | 50% | – |
შპს „გეში“ | დირექტორი / 48% | – |
შპს „ქართული სული“ | დირექტორი / 100% | – |
75% | – | |
შპს „პსპ ფარმა“ | ||
შვილობილი კომპანია | წილი | დამატებითი ინფორმაცია |
– | კომპანია ფლობს 33.4%-იან წილს შპს „რითეილ ინვესთმენთსში“. | |
შპს „ნიუ ჰოსპიტალს“ | 100% | 2011-2020 წლებში კომპანიამ მოიგო 1,442,668 ლარის 34 სახელმწიფო ტენდერი და მიიღო 2,645,000 ლარის ღირებულების 261 პირდაპირი კონტრაქტი. |
შპს „მედკაპიტალი“ | 50% | კომპანიას 2013-2015 წლებში მოგებული აქვს 5 სახელმწიფო ტენდერი საერთო ღირებულებით 141,863 ლარი. კომპანიამ 2012-2020 წლებში ასევე მიიღო პირდაპირი შესყიდვის 45 კონტრაქტი საერთო ღირებულებით 412,000 ლარი. კომპანია, თავის მხრივ, სრულად ფლობს კიდევ 5 კომპანიას: შპს „№23 პოლიკლინიკა -საოჯახო მედიცინის ცენტრი“; შპს „№31 პოლიკლინიკა - საოჯახო მედიცინის ცენტრი“; შპს „თბილისის №20 სამკურნალო - დიაგნოსტიკური ცენტრი“; შპს „სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრი №6“; და შპს „საოჯახო მედიცინის N3 ცენტრი“. |
შპს „პატრია მედიკა“ | ||
შვილობილი კომპანია | წილი | დამატებითი ინფორმაცია |
შპს „აკადემიკოს ზ. ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრი“ | 33.3% | 2016 წელს კომპანიამ მოიგო 176,756 ლარის ღირებულების 1 სახელმწიფო ტენდერი, ხოლო 2012-2020 წლებში მიიღო 5,836,500 ლარის ღირებულების 255 პირდაპირი კონტრაქტი. |
სს „ქუთაისის სამხარეო დედათა და ბავშვთა სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრი“ | - | 2012-2013 წლებში კომპანიამ მიიღო 111,900 ლარის ღირებულების 29 პირდაპირი კონტრაქტი. |
33.3% | 2012-2020 წლებში კომპანიამ მიიღო 20,209 ლარის ღირებულების 9 პირდაპირი კონტრაქტი. | |
33.3% | – |
კახაბერ ოქრიაშვილს 2020 წელს შევსებულ დეკლარაციაში, ყველა აღნიშნული კომპანია დეკლარირებული აქვს. მას საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის დაცვით, საკუთარი წილები მართვის უფლებით ვაჟა ოქრიაშვილისთვის აქვს გადაცემული.
კახაბერ ოქრიაშვილი და ლინა თოფურია თავად არ არიან პოლიტიკური შემომწირველები. თუმცა შემომწირველები არიან მათი ოჯახის წევრები, კომპანიები და ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც ჯამში „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ 388,000 ლარი შესწირეს, დამოუკიდებელ კანდიდატ ცეზარ ჩოჩელს – 85,000 ლარი, ხოლო „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ – 90,000 ლარი.
შემომწირველი | თანხა | პარტია/კანდიდატი | წელი | კავშირი კახა ოქრიაშვილთან |
60,000 ₾ | „ქართული ოცნება“ | 2017 | შპს „PSP“; შპს „ჯი-ემ-პი“ | |
88,000 ₾ | „ქართული ოცნება“ | 2017 | ფლობს შპს „მედკაპიტალს“ შპს „პსპ ფარმასთან“ ერთად | |
240,000 ₾ | „ქართული ოცნება“ | 2016-2017 | 100% - ლინა თოფურია (მეუღლე) | |
85,000 ₾ | ცეზარ ჩოჩელი | 2016 | შპს „პსპ ფარმა“ | |
60,000 ₾ | „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ | 2012 | ძმა | |
30 000 ₾ | „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ | 2012 | ვაჟა ოქრიაშვილის ბიზნესპარტნიორი; შპს „ჯანმრთელობის და სილამაზის დანერგვის ცენტრი ოდეონი“ |
კახაბერ ოქრიაშვილის კომპანიების წილის მმართველმა, ვაჟა ოქრიაშვილმა 2013 წელს ელექტრონული აუქციონის საშუალებით უკონკურენტოდ შეისყიდა სახელმწიფო ქონება, კერძოდ – 20,000 ლარად დმანისში მდებარე 1,000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 2 შენობა-ნაგებობა.
კახაბერ ოქრიაშვილის მეუღლის, ლინა თოფურიას კომპანიას, შპს „ჯი-ემ-პის“ სახელმწიფო პროგრამიდან „აწარმოე საქართველოში“ თანადაფინანსება აქვს მიღებული 9,043,200 ლარის ღირებულების საერთო ინვესტიციაზე. გარდა ამისა, კახაბერ ოქრიაშვილის კომპანია შპს „პსპ ფარმა“ ფლობს წილს სააქციო საზოგადოება „ქართული ლუდის კომპანიაში“, რომელსაც სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში თანადაფინანსება აქვს მიღებული 20,382,000 ლარის ღირებულების საერთო ინვესტიციაზე. სს „ქართული ლუდის კომპანიის“ საშუალებით კახაბერ ოქრიაშვილი დაკავშირებულია „გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშია“ საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილ კიდევ ერთ მაჟორიტარ კანდიდატთან – ცეზარ ჩოჩელთან, რომელიც ამ კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა.
ცეზარ ჩოჩელი
მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მაჟორიტარი კანდიდატი
პარტია: „პროგრესი და თავისუფლება“
წარსულში: მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი
ცეზარ ჩოჩელი, მისი შვილი შალვა ჩოჩელი და ძმა იაგო ჩოჩელი აქტიურად არიან დაკავებული სამეწარმეო საქმიანობით და დაკავშირებულნი არიან 23 კომპანიასთან, რომლებმაც 2012-2020 წლებში 17,467,533 ლარის სახელმწიფო შესყიდვები მიიღეს:
ცეზარ ჩოჩელი | ||
კომპანია | წილი | დამატებითი ინფორმაცია |
შპს „მიქსორი“ | 42.12% | კომპანიას 2011-2020 წლებში მოგებული აქვს 447,664 ლარის 5 სახელმწიფო ტენდერი და 7 პირდაპირი შესყიდვის კონტრაქტი საერთო ღირებულებით 233,367 ლარი. გარდა ამისა, კომპანიამ გაიმარჯვა სახელმწიფო კომპანიების მიერ გამოცხადებულ კიდევ 5 ტენდერში (სპეციალური წესით დადგენილი შესყიდვა) საერთო ღირებულებით 2,490,387 აშშ დოლარი და 101,600 ლარი. კომპანია ფლობს წილებს კიდევ 3 კომპანიაში: 100% - შპს „მიქსორცემენტი“; 50% - შპს „ინფრა კონსთრაკშენ მიქსორი“; 50% - შპს „ისარი XXI“. |
შპს „ინტერპლასტი“ | 13.34% | კომპანიის 10%-იან წილს ფლობს ცეზარ ჩოჩელის ძმა იაგო ჩოჩელი. 2012 წელს კომპანიამ მიიღო პირდაპირი შესყიდვის 6 მცირე კონტრაქტი საერთო ღირებულებით 2,615 ლარი. კომპანია ფლობს 100%-იან წილს შპს „ინტერპლასტი-ბლოკში“. |
შპს „ჯჯ გრუპ“ | 25% | კომპანია ფლობს 100%-იან წილს შპს „რელკოში“. |
შპს „ქართული წყლის კომპანია“ | 45% | – |
თავმჯდომარე / წევრი | კომპანია ფლობს 33.4%-იან წილს შპს „რითეილ ინვესთმენთსში“. ეს კომპანია, თავის მხრივ, ფლობს 60%-იან წილს შპს „რითეილ ჯგუფში“, რომელმაც 2019 წელს მოიგო 9,996 ლარის ღირებულების ტენდერი, ასევე, 2018-2020 წლებში მიიღო პირდაპირი შესყიდვის 143 მცირე კონტრაქტი 320,000 ლარზე მეტი საერთო ღირებულებით. | |
შალვა ჩოჩელი (შვილი) | ||
კომპანია | წილი | დამატებითი ინფორმაცია |
გენერალური დირექტორი | – | |
შპს „ჩოჩელი ბიზნეს ჯგუფი“ | დირექტორი / 100% | – |
100% | კომპანია ფლობს 30%-იან წილს შპს „შავი ზღვის ცემენტში“. | |
შპს „ჯორჯიან ტრეიდინგ გრუპ“ | 60% | – |
შპს „კომბუჩა ბრუერს ჯორჯია“ | 16.66% | – |
იაგო ჩოჩელი (ძმა) | ||
კომპანია | წილი | დამატებითი ინფორმაცია |
შპს „ბარამბო“ | დირექტორი | კომპანიამ 2011-2020 წლებში 5,602,202 ლარის ღირებულების 16 სახელმწიფო ტენდერში გაიმარჯვა და მიიღო 32 პირდაპირი კონტრაქტი საერთო ღირებულებით 1,027,429 ლარი (აქედან 6 კონსოლიდირებული ტენდერის შედეგად გაფორმებული კონტრაქტი - 810,094 ლარი). ასევე, კომპანიამ მოიგო 2 კონსოლიდირებული ტენდერი საერთო სავარაუდო ღირებულებით 2,913,216 ლარი და 2 სპეციალური წესით დადგენილი ტენდერი საერთო ღირებულებით 851,850 ლარი. |
შპს „ახალგორგაზი“ | 67% | – |
შპს „ნიუ ვორდი" | დირექტორი / 67% | – |
შპს „ანტონიო“ | 50% | – |
შპს „ბერტა“ | 23% | – |
ცეზარ და შალვა ჩოჩელები თავად არ არიან პოლიტიკური შემომწირველები, თუმცა მათმა ბიზნესპარტნიორებმა, ისევე როგორც ცეზარ ჩოჩელის ძმამ, იაგო ჩოჩელმა სხვადასხვა დროს სხვადასხვა საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ გაიღეს შემოწირულობა. მთლიანობაში მათ 134,000 ლ შესწირეს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, 145,000 ლარი – დამოუკიდებელ კანდიდატ ცეზარ ჩოჩელს და 69,780 ლარი „ქართულ ოცნებას“:
შემომწირველი | თანხა | პარტია/კანდიდატი | წელი | კავშირი ცეზარ ჩოჩელთან |
60,000 ლ | სალომე ზურაბიშვილი | 2018 | შპს „ინფრა კონსთრაკშენ მიქსორი“ | |
85,000 ლ | ცეზარ ჩოჩელი | 2016 | ცეზარ ჩოჩელი - სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე | |
30,000 ლ | ცეზარ ჩოჩელი | 2016 | შპს „ბარამბო“ | |
20,000 ლ | ცეზარ ჩოჩელი | 2016 | ცეზარ ჩოჩელის ძმა | |
60,000 ლ | „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ | 2012 | ||
10,000 ლ | ცეზარ ჩოჩელი | 2016 | შპს „ქართული სამშენებლო მასალების კომპანია“ | |
8,000 ლ | „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ | 2012 | ||
60,000 ლ | „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ | 2012 | შპს „ინტერპლასტი“ | |
9,780 ლ | „ეროვნული ფორმუმი“ | 2012 | შპს „ისარი XXI“ | |
6,000 ლ | „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ | 2012 | შპს „ახალგორგაზი“ |
ცეზარ ჩოჩელი სააქციო საზოგადოება „ქართული ლუდის კომპანიის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა. სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კომპანიას თანადაფინანსება აქვს მიღებული 20,382,000 ლარის ღირებულების საერთო ინვესტიციაზე. ამავე პროგრამის ფარგლებში თანადაფინანსება მიიღო შპს „ბარამბომ“, რომლის დირექტორიც ცეზარ ჩოჩელის ძმა იაგო ჩოჩელია, ინვესტიციის საერთო ღირებულება 881,280 ლარს შეადგენდა.
სააქციო საზოგადოება „ქართული ლუდის კომპანიის“ საშუალებით ცეზარ ჩოჩელი დაკავშირებულია „გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშია“ საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილ კიდევ ერთ მაჟორიტარ კანდიდატთან – კახაბერ ოქრიაშვილთან, რომლის კომპანია შპს „პსპ ფარმა“ ასევე ფობს წილებს სს „ქართული ლუდის კომპანიაში“.
დილარ ხაბულიანი
ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარი კანდიდატი
პარტია: „პროგრესი და თავისუფლება“
წარსულში: საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი 1990-1991 წლებში, საქართველოს პარლამენტის წევრი 1995-1999 და 2008-2012 წლებში
დილარ ხაბულიანი ჩართულია სამეწარმეო საქმიანობაში და 12 კომპანიაში ფლობს წილებს:
კომპანია | წილი |
შპს „საფეხბურთო კლუბი მერანი“ | 100% |
შპს „ძველი უბანი“ | 25% კომპანია არის სპს „ლიბო ჯგუფის“ დამფუძნებელი. |
შპს „სპორტული კლუბი მერანი“ | 80% |
შპს „ევროიმმო“ | 50% |
შპს „რაშა თეჯარათ ჯორჯია“ | 50% |
შპს „მართვე 2011“ | 50% |
შპს „ნორჩი დინამო-მერანი“ | 45% |
შპს „არბოლი“ | 40% |
შპს „გეობითუმ“ | 30% |
შპს „გორგა+“ | 32.7% კომპანია ფლობს შპს „ქროსვეი ქავთარაძის“ 49%-იან წილს |
დილარ ხაბულიანი პოლიტიკური შემომწირველი არ არის. მისმა ბიზნესპარტნიორმა, შპს „გეობითუმის“ დირექტორმა და 20%-ის მფლობელმა გია ადამიამ 2018 წელს სალომე ზურაბიშვილს 15,000 ლარი შესწირა. ამავე კომპანიის 20%-ის მფლობელმა პაატა ჯანხოთელმა 2014 წელს „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ 50,000 ლარი შესწირა.
დილარ ხაბულიანს სახელმწიფო ქონების პრივატიზაციაში მონაწილეობა აქვს მიღებული: 2015 წელს მან ელექტრონული აუქციონის საშუალებით ლენტეხში 162 კვ.მ. მიწის ნაკვეთი შეიძინა 12,500 ლარად, ხოლო 2016 წელს ასევე ლენტეხში – 122 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა 12,500 ლარად.
დილარ ხაბულიანის კომპანიამ შპს „ნორჩი დინამო-მერანმა“ 4,780 ლარის 5 მცირე გამარტივებული შესყიდვა მიიღო 2017-2019 წლებში.